28 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ა.ა.ი.პ „თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით ცენტრთან არსებულმა თეატრალურმა სტუდია "გარისმა" წარმოადგინა სპექტაკლი "ტრაგედიის აჩრდილები" (სცენარის ავტორი ტატა ახალაია), რომელიც აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას, ქართულ-აფხაზური მეგობრობისა და სიყვარულის მარადიულობას მიეძღვნა.
☑️☑️ ჩვენებას ესწრებოდნენ: მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, აფხაზეთის ომში გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახის წევრები, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები.
სიახლეები
თეთრიწყაროში სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.
09 ოქტ 2017
მნახველთა რაოდენობა: 3708
სიახლეები
მარ 03 კვ 2024
484
თებ 21 ოთხ 2024
613
თებ 09 პარ 2024
576
იან 00
438
იან 00
387