თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ თეთრიწყაროში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
16 ნოემ 2022
 
ქალაქ თეთრიწყაროში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დევი დევიძემ, მერიის ადმინისტრაციის უფროსთან ჯემალ წურწუმიასთან ერთად, თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშოების ფარგელებში, სრულად განახლდა საგამოფენო სივრცეები, ფონდსაცავი, მოეწყო საკონფერენციო დარბაზი და ადმინისტრაციული ოთახები, რომლებიც სრულად აღიჭურვა ახალი საოფისე ავეჯით.
აღსანიშნავია, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სარემონტო სამუშაოების დაწყებისთანავე, მუზეუმში დაცული ექსპონატების, უსაფრთხო ადგილას გადატანა მოხდა.
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სარეაბილიტაციო სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველი ეტაპი, ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" ასოციაციის მიერ, გაცემული გრანტის ფარგლებში დაფინანსდა, ხოლო სამუშაოების მეორე ეტაპი ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3762
 
 
 
სიახლეები
 

2025 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
 
სიახლეები

 

Loading...