თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ააიპ კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული სოფელ სამღერეთის გოგონათა საფეხბურთო გუნდი, წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს
11 თებ 2023
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ააიპ კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული სოფელ სამღერეთის გოგონათა საფეხბურთო გუნდი, წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს.

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრისა და ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა პროექტს - „ გავაძლიეროთ სამღერეთის გოგონათა ფეხბურთის ნაკრები“, პროექტის ფარგლებში ნაკრების ყველა წევრისთვის შეიკერა ფორმები და სპორტულები, შესყიდული იქნა ბუცები და გუნდისთვის საჭირო აღჭურვილობა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა, ააიპ კულტურისა და სპორტის ცენტრის, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელობასთან და რესურს ცენტრის უფროსთან ერთად, სამღერეთის სკოლაში გოგონათა გუნდის, საპატივსაცემოდ გამართულ ღონისძიებაზე, საზეიმოდ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ გოგონები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირში ,,ქალთა ლიგა 2" - მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატის დაწყებამდე, გუნდი ზამთრის მოსამზადებელ ტურნირში 15 თებერვლიდან იასპარეზებს.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ნიდერლანდების საელჩოს, გოგონათა მხარდაჭერისთვის და თითოეულ ადამიანს, ვინც ხელს უწყობს გუნდის გაძლიერებას.
ჩვენი მიზანია, გუნდი გავხადოთ კონკურენტუნარიანი, რათა წარმატებას მივაღწიოთ ლიგაში."
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4136
 
 
 
სიახლეები
 

2025 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
 
სიახლეები

 

Loading...