თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, წინა საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური კვირის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე ღონისძიებებს ესწრებოდა და ბავშვებს მერიის მიერ მომზადებული საახალწლო საჩუქრები გადასცა.
მუნიციპალიტეტში 28 სკოლა და 16 საბავშვო ბაღია. საჩუქრები, საბავშვო ბაღისა და დაწყებითი კლასის (პირველი კლასიდან, მეოთხე კლასის ჩათვლით) მოსწავლეებს გადაეცათ.
,,მქონდა ბედნიერება, ჩვენს მომავალ თაობას შევხვედროდი, კვირის განმავლობაში შეძლებისდაგვარად დავსწრებოდი საახალწლო ღონისძიებებს, თითოეულთან მივსულიყავი, მათი ემოცია, გულწრფელობა, მათი ნიჭი, შემოქმედებითი უნარები, პირადად მენახა და მიმელოცა დამდეგი შობა-ახალიწელი. ვფიქრობ ყოველი დღე მომავალი თაობისაა და ის უნდა იყოს ბედნიერი, მზიანი და ხალისიანი" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური