თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი იტალიაში
19 ნოემ 2022
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით იტალიის ქალაქ ფლორენციაში იმყოფება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარესთან გოჩა თედორაძესთან და კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელთან, დავით ყაზახაშვილთან ერთად საერთაშორისო ფესტივალს ,,მსოფლიო ფლორენციაში" დაესწრო.
ფესტივალის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ახალი უმაღლესი სასწავლებლის, ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე იმყოფებოდა, სწორედ აღნიშნული სასწავლებლის შუამდგომლობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან.
თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან, ხელს შეუწყობს ქვემო ქართლის და მათ შორის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსის მთლიანად ათვისებას.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ნიუუნის მიერ, ფესტივალზე სწორედ ქვემო ქართლის რეგიონი იქნა წარდგენილი.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3573
 
 
 
სიახლეები
 

2025 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
 
სიახლეები

 

Loading...