თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრა ვეტერანებთან
30 იან 2024
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, მოხალისეთა ორგანიზაციამ ,,ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის" რეკრუტირების კამპანიის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის, ლევან გოგოლაურის ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, მოადგილეები დევი მუხაშავრია, ლია ზურებიანი, მერიის სამსახურის უფროსები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
მხარეებმა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გააგრძელეს შეხვედრა, სადაც განიხილეს მოხალისეთა ორგანიზაციის სამომავლო გეგმები.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანებთან ერთად, პროგრამით ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ და გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ პროექტში ,,მოხალისეთა მომზადება-გადამზადების პროგრამაში". აღნიშნული პროგრამა, ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ეროვნული უსაფრთხოების დაცვას, რაზედაც ადგილობრივი თვითმმართველობა გამოთქვამს მზაობას, უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს მოხალისეთა ორგანიზაციას.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1702
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1090
იან 14 კვ 2024
1666
იან 07 შბ 2023
3996
ოქტ 24 ორშ 2022
3492
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები