თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარაბდობა 2025
02 ივლ 2025
 
მარაბდის ბრძოლიდან 400 წლისთავთან დაკავშირებით თეატრალური წარმოდგენა ,,მარაბდა 400" გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი წიკლაურთან ერთად ესწრებოდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, მარაბდის ველზე, 9 ძმა ხერხეულიძის მემორიალთან, მსახიობებმა, ესტრადის მომღერლებმა და მოცეკვავეებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს, რომლის ფარგლებშიც მარაბდის ომის ეპოქა გაცოცხლდა.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენას, ვეტერანი და მოქმედი ძიუდოისტები, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიადის პრიზიორები ესწრებოდნენ. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ნაკრების წევრები, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების საპატიო წევრების წოდებით დაჯილდოვდნენ.
მარაბდობის სახალხო ღონისძიებას, რწმუნებულის მოადგილეები ნიკა კობახიძე, გიგა ნამიჭეიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გოჩა თედორაძე, მერის მოადგილეები, ლია ზურებიანი, დევი მუხაშავრია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, კომპანია ,,არემჯის" კორპორაციული მენეჯერი, ზურაბ დევდარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5362
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1883
იან 00
2909
ივლ 02 ოთხ 2025
5363
ივნ 27 პარ 2025
5191
აგვ 12 სამ 2025
5729
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1883