თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ თეთრიწყაროსა და მუნიციპალიტეტში შემავალ 15 სოფელში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული
19 დეკ 2022
 

ქალაქ თეთრწყაროსა და მუნიციპალიტეტში შემავალ 15 სოფელში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია და პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება. პროექტის ფარგლებში 2023 წელს წყალი სოფლებში ეტაპობრივად გაეშვება და 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი წიკლაურთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ალექსანდრე თევდორაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა, სატუმბი სადგურის, წყალმომარაგების ქსელისა და ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ არსებულ რეზერვუარსა და სათავე ნაგებობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4081
 
 
 
სიახლეები
 

2025 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
 
სიახლეები

 

Loading...