თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ,,სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა ქვემო ქართლის რეგიონში," კვლევის განხილვა და პარტნიორთა ჯგუფის პირველი ვალიდაციის შეხვედრა გაიმართა.
CENN ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2022წლის იანვრიდან ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტს, რომელიც მუშაობს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ,,პარტნიორთა ჯგუფი", რომელიც დაკომპლექტდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და აქტიური მოქალაქეებით, რომელთა გაცნობაც მოხდა კვლევის პარალელურად შეხვედრაზე.
პარტნიორთა ჯგუფი 12 წევრისგან დაკომპლექტდა, რომელთაგან 6 თვითმმართველობის, ხოლო დანარჩენი 6 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელია.
კვლევა, ,,სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა ქვემო ქართლის რეგიონში" CENN - ის დაკვეთით ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" მოამზდა და შედეგები ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა წარადგინა.
შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია კვლევის შედეგებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე, არსებული სერვისების გაძლიერებასა და ახლის დანერგვაზე.