თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2015-03-20

2014 წელს კულტურის,ძეგლთა დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო კონსერვატორიის, ევგენი მიქელაძის სახელობის სასწავლების მხარდაჭერით დაფუძნდა „საქართველოს საგუნდო საზოგადოება“-რომლის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება.

ვრცლად
2015-03-20

ხანგრძლივი და სუსხიანი ზამთრის პირობებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის  N ი - 14 ბრძანების საფუძველზე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ტყის მერქნიან სახეობათა  შესაბამისი ჯგუფის  კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის  გადახდის შედეგად.

ვრცლად
2015-03-27

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისე” ფარგლებში,  საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში  მოხალისეების შერჩევის მიზნით აცხადებს კონკურს.

ვრცლად
2015-03-30

2015 წლის 15 მარტს სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო. ბიზნეს იდეების კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება 5 მაისამდე გაგრძელდება.

ბიზნეს იდეების განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულებიდან: www.qartuli.ge

ვრცლად
2015-04-02

2 აპრილს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მახარაძემ, ა.ა.ი.პ თეთრიწყაროს „სპორტულ სკოლასთან“ არსებულ კარატეს სექციის აღსაზრდელებს, სპორტსკოლის დარბაზში საწვრთნელი სემინარი ჩაუტარა.

სემინარს ასევე ესწრებოდნენ  ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა“-ის დირექტორი ბუხულა გარდაფხაძე, ჯანდაცვის და სოც უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, სექციის მწვრთნელები ვასო მაღლაკელიძე და მინდია აფციაური.

ვრცლად
2015-04-03

საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშვაბეული  „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დახმარება გაეწია სამ ოჯახს

ვრცლად
2015-04-04

2015  წლის 4 აპრილს ქალაქ  მარნეულის კულტურის ცენტრმა  უმასპინძლა კლასიკური მუსიკის კონცერტი,  მულტიეთნიკური ხელოვნების ტრადიციულ ფესტივალს - "ერთი ცის ქვეშ – კულტურული დიალოგი“ ,.  კონცერტში მონაწილეობდნენ   საქართველოს  რეგიონში მოქმედი    სახელოვნებო სკოლებისა და კულტურის ცენტრებთან არსებული   კლასიკური მუსიკის შემსრულებლები და სამუსიკო სკოლების წარმომადგენლები.

ვრცლად
2015-04-08

სსპ “საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის" ტრენერებმა 7 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს 111 თანამშრომელს ჩაუტარეს ტრინინგი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დღეიდან ამოქმედდა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა.

,,დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მიზანია ელექტრონულად საქმის წარმოების გაუმჯობესება. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მოქალაქესა და პასუხისმგებელ პირს შორის სწრაფ კავშირს.

ვრცლად
2015-04-17

17 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც წარმოდგენილ იქნა ლიტერატულ – მუსიკალური კომპოზიცია"ჩვენ ვსწავლობთ ვეფხისტყაოსანს"'.

ვრცლად
2015-04-16

საქართველოს ეროვნული ფილარმონიის ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 15 აპრილს ქ.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, საქართველოს სახალხო არტისტის ბატონი  ლეო ანთაძის მონაწილეობით გაიმართა მონო სპექტაკლი „ქვიშხური ესკიზები“ ღონისძიება მიეძღვნა ლეო ანთაძის სასცენო მოღვაწეობის 60 წლის იუბილეს.

ვრცლად
2015-04-22

22 აპრილს მთელს მსოფლიოში აღინიშნება დედამიწის დღე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების ჩასატარებლად.

ვრცლად
2015-04-17

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ ბესიკ წიკლაურის გადაწყვეტილებით, ქ. თეთრიწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა,  საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, მოქანდაკეს, ფერმწერს და გრაფიკოსს ბატონ მერაბ ბერძენიშვილს. ასევე გადეცა საპატიო სიგელი მონუმენტალური ქანდაკების დარგში შეტანილი წვლილისა და ქართველი ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ  მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტის „მუზა“–ს დირექტორი, ბატონი დავით გეგელაშვილი, ამავე ცენტრის ადმინისტრატორი ქალბატონი მაია მიქელაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი ბატონი იოსებ ქუმსიშვილი.

ვრცლად
2015-04-26

კვირას 26 აპრილს თბილისში გაიმართა ღია ტურნირი კარატეში „კარატე ოლიმპიურ გზაზე“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ყველა რეგიონიდან ოცდაათამდე საუკეთესო კლუბი, 350-თზე მეტი სპორტსმენით.

ვრცლად
2015-04-23

2015 წლის 23 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ ბესიკ წიკლაურის და კომპანია GMM-ის დამფუძნებლის ბატონი ვახტანგ გაგნიძის  ხელშეწყობით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და მოწვეული სპელიასტებისაგან დაკომპლექტებული ექსპედიცია ეწვია თეთრწყაროს მუნიციპალიტეტს.

ვრცლად
2015-04-28

28 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი,  ადმინისტრაციის აპარატის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ჭავჭავაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით სარიევი, სოფელ სამღერეთს ესტუმრნენ  და ახლადაშენებულ სკოლა დაათვალიერეს.

ვრცლად
2015-04-27

27 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში  თანამედროვე ქართველი მწერლების 5 კაციანი მობილური ჯგუფი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

ვრცლად
2015-04-28

28 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი,  ადმინისტრაციის აპარატის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ჭავჭავაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით სარიევი, სოფელ სამღერეთს ესტუმრნენ  და ახლადაშენებულ სკოლა დაათვალიერეს.

ვრცლად
2015-04-29

გამოცხადდა კონკურსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 17 მაისის ჩათვლით უნდა განათავსონ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე : www.hr.gov.ge

ვრცლად
2015-05-01

2015 წლის 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ყველა ბიბლიოთეკაში ტარდება ბიბლიოთეკების კვირეული: მოეწყობა ლიტერატურული გამოფენები, დისკუსიები, შეხვედრები.

საბიბლიოთეკო კვირეული 30 აპრილს გახსნა ასურეთის სასოფლო ბიბლიოთეკამ. კვირეულის დახურვა შედგება თეთრიწყაროს მთავარ ბიბლიოთეკაში.

ვრცლად
2015-05-01

23 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და მოწვეული სპელიასტებისაგან დაკომპლექტებული ექსპედიცია ეწვია თეთრიწყაროს. ათდღიანი ექსპედიცია კომპლექსურია და მოიცავდა ფოლკლორის ყველა დარგს: ხალხური სიმღერა-გალობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, გამოყენებითი ხელოვნება, ასევე ეთნოგრაფია-ეთნოლოგიას.

ვრცლად
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
802