13 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „ციყვების პარკის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. პროექტით გათვალისწინებულია პარკში არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, დამატებით მოეწყობა სპორტული და საბავშვო ატრაქციონები. სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის 18 მაისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით 17 ივლისს არის გათვალისწინებული, პროექტის ბიუჯეტი ხელშეკრულებით 86019.57 ლარს შეადგენს,სამუშაოებს აწარმოებს ი/მ თემურ წიკლაური.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ტბისში სასმელი წყლის ჭაბურღილის და ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდგომ, სოფლის მცხოვრები 60 ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით. პროექტის ღირებულება შეადგენს 56609.17 ლარს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტი: 53778,71 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი: 2830,46 ლარი. სამუშაოები მიმდინარე წლის 19 აპრილს დაიწყო და ხელშეკრულებით 18 ივნისს დასრულდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის და დეცენტრალიზაციის პროცესის შესახებ 16 ივნისს, თბილისში,სასტუმრო „რუმს-ჰოტელ-თბილისში“ ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.
17 ივნისს სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში გაიმართა პროგრამის პრეზენტაცია , საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ, მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებულ მიკრო გრანტების შესახებ, რომელიც ხორციელდება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.
21 ივნისს,სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „თვითმმართველობის სკოლის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ, მათ შორის იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი სტუდენტი.შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური
26 ივნისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 12:00 საათზე, მოეწყობა საჯარო შეხვედრა მოსახლეობასთან. მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს გაწული მუშობის შესახებ, ისაუბრებს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ...
26 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა მოსახლეობას წარუდგინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ისაუბრა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე და უპასუხა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს.
26 ივნისს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია” ქ.თეთრიწყაროს მოსახლეობას გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვდნენ.
1 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში სახალხო დღესასწაული მარაბდობა აღინიშნა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური საკრებულოს თავჯდომარე გოჩა თედორაძესთან ერთად სოფელ ქოსალარს ეწვია და მათ მუსლიმანებისთვის გამორჩეული წმინდა - რამაზანის თვე მიულოცა.მილოცვისას გამგებელმა ხაზი გაუსვა საქართველოში საუკუნეების მანძილზე
1 ივლისს სასტუმრო „ რუმს თბილისში“ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის...
4 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური ქ. მარნეულში პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას დასწრო, შეხვედრაზე მოეწყო პრეზენტაციის ჩვენება და სამოქალაქო ბიუჯეტის მსოფლიო პრაქტიკის და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარება, სადაც საქართველოში პირველად დაინერგა პირველი „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს საპილოტე პროგრამა.
საქართველოს მთვრობის გადაწყვეტილებით, (2016 წლის 1 ივლისის № 308 დადგენილება) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას ქ. თეთრიწყარო და სოფლები: გუდარეხი და ალექსეევკა დაემატა. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი საერთო ჯამში მუნიციპალიტეტის 50 დასახლებამ მიიღო, სადაც მოსახლეობის საერთო რაოდენობა 6668 ადამიანს შეადგენს.
მაღალმთიან დასახლებაში მუნდმივად მცხოვრებ პირებზე კანონი ითვალისწინებს შემდეგ შეღავათებს:
ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურდ მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო კომპანიის მიერ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით
13 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ტრენინგი ჩაუტარდათ მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და მასთან შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრებს.
15 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალი პროექტის - „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ - შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“-ს ორგანიზებით, 20 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში პროექტის
22 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური პროგრამა
ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქუჩაზე არსებული „ციყვების პარკის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პარკში არსებული ინფრასტრუქტურა საჭიროებდა სრულ განახლებას, მწყობრიდან იყო გამოსული განათება, ატრაქციონები, სპორტული მოედნები და სკამები.