თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე
 

დღეს 17 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ტრენინგი თემაზე: ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე (სოფლის კრებების ორგანიზება და სოფლის საჭიროებების განსაზღვრა გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით).

ტრინინგს ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ბესარიონ ფაღავა და გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ტრენერი: შორენა ლორთქიფანიძე, მერსი ქორფსის გენდერის ესქპერტი
ტრენინგზე სოფლის წამომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ანუ სოფლის შეკრებებზე ქალბისა და მამაკაცების თანაბარი დასწრების უზრუნველყოფის საკითხებზე, ასევე შესაბამისი კანონმდებლობისა და წესების გაცნობა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში 2015 წლის მარტში ჩატარებულ სოფლის კრებებზე ქალების დასწრების პროცენტული მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაახლოებით 28 %-ს მიაღწია. 
აღნიშნული ტრენინგის ჩატარების მიზანი იყო, რომ გამგებლის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში შემდგომში სოფლის შეკრებების ჩატარების დროს გაითვალისწინონ როგორც მამაკაცების, ისე ქალების საჭიროებები თუ მოთხოვნები და შეეცადონ, რომ სოფლის კრებების ჩატარების დროს მათი დასწრება თანაბრად უზრუნველყონ.
ტრენინგი ჩატარდა შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3473
 
 
 
სიახლეები
იან 00
1717
ივლ 02 ოთხ 2025
4049
ივნ 27 პარ 2025
3960
აგვ 12 სამ 2025
4254
ივლ 01 ორშ 2024
6893
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1717