სოფელ ბორბალოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. არსებული საბავშვო ბაღის შენობა მთლიანად ავარიული იყო და არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტადარტებს. რეაბილიტაციის შედეგად შენობაში შექმნილია გაუმჯობესებული პირობები, კერძოდ კეთილმოეწყო საბავშვო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები და სათავსოები.
20 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში გადირ ხუმის დღესასწაული აღინიშნა. შიიტური მიმართულების ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს მუსლიმანური სამყარო განსაკუთრებულად აღნიშნავს.
ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, თამარ მეფის ქუჩაზე ასფალტ–ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
25 სექტემბერს ქალაქ თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში კოდის სათემო განათლების ცენტრის ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა „შემოდგომის ფესტივალი“.
27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში და 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი.
დღეს სოფელ ასურეთში და დაბა მანგლისში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, თეთრიწყაროს საკრებულოს წევრებმა და მოსახლეობამ. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა პავლე ზურებიანმა და მანგლისის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა გიორგი მალხაზიშვილმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, დაღუპულ გმირთა ოჯახებს სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაეწიათ, თითოეულ ოჯახს 300 ლარის ოდენობით.
28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში მორიგი თათბირი გაიმართა ადმინისტრაციული ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე
29 სექტემბერს ქალაქ თეთრიწყაროში საოჯახო სასტუმრო „მხატვრის სახლი“ გაიხსნა. მხატვრის სახლის იდეა ცნობილ მხატვარს და ხელოვანს ქალბატონ ია არსენიშვილს ეკუთვნის. მხატვრის სახლის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მოეწყო ია არსენიშვილის პერსონალური ნამუშევრების გამოფენა,
29 სექტემბერს სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტით გათვალისწინებულია ქუჩის რეაბილიტაცია, ტროტუარის მოწყობა, მესერების და შესასვლელი ჭიშკრების მონტაჟი, საკანა2016-10-12ლიზაციო სისტემის და სანიაღვრე კიუვეტების მოწყობა.
30 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური სოფელ სამღერეთში
ქალაქ თეთრიწყაროში დავით აღმაშენებლის ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ტროტუარების კეთილმოწყობა.ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ–ბეტონისათვის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობითი სამუშაოები.
ასურეთში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია 600 მ2 მიწის ფართობზე ერთსართულიანი შენობის აშენება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ბავშვებისათვის მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 ივნისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2017 წლის 22 თებერვლამდე. სამუშაოების დასრულების შემდგომ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.
დღეს სოფელ ასურეთს ეწვია გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ქ-ნ კარინ შტრენცი და მეგობრობის ჯგუფის წევრები: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ორთვინ ჰენიგი,ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი იოჰანს კარსი
სოფელ ასურეთში წყალსაცავის რეაბილიტაციის წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასურეთის წყალსაცავის ძირითადი დანიშნულებაა მდინარე ასურეთისხევის წყალმოვარდნების და წყალდიდობების დროს მდინარის ჩამონადენის წყალსაცავში დარეგულირება...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ერეკლე კუხიანიძემ სოფელ ასურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
სოფელ სამღერეთში სასმელი წყლის ჭაბურღილის და ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 69 451 ლარს შეადგენს, სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის 5 სექტემბერს და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 30 ოქტომბერს.
25 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსულმა თოვლმა ელექტროგადამცემი ბოძების და ელექტროსადენების დაზიანება გამოიწვია, რის გამოც გასული დღე-ღამის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ქ. თეთრიწყაროს და მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებს:
10 ნოემბერს ქ. თეთრიწყაროში გამგეობის სააქტო დარბაზში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე..
11 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური „სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) და აღნიშნული პროექტის მილსადენის მშენებლობის კონტრაქტორი კომპანიის, ერთობლივი საწარმო საიპემ–აზფენის (Saipem Azfen Joint Venture) სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა.
11 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა/სემინარი, რომლის მიზანს წარმოადგენდა ტურისტული მომსახურების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება და ტურისტულ სფეროში არსებული ვითარების გაცნობა.