12 აგვისტოს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 895-ე წლისთავი აღინიშნება.
1121 წელს მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში, თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.
დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ქვეყნისათვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. სწორედ დიდგორის გამარჯვებამ მისცა დასაბამი ქვეყნის საბოლოო განთავისუფლებას და გაერთიანებას, საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.
ქართველი ერი ყოველთვის მოწიწებით იხსენიებს დიდგორის გმირებს, სათანადო პატივს მიაგებს სამშობლოსათვის დაღუპული მამულიშვილების ხსოვნას და ყოველ წელს ზეიმობს დიდგორობას.
როგორც გასულ წელს, დიდგორობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, წელსაც მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნება და დატვირთული იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით. სპეციალურად შემუშავებული სცენარის მიხედვით, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგებიან სახელმწიფო და ადგილობრივი ანსამბლები ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით, მოეწყობა საგამოფენო კუთხეები, გაიმართება ტრადიციული ჭიდაობა, დოღი და სხვა სახალხო შეჯიბრებები. მოხდება დაჯილდოვება, სახელმწიფო ჯილდო - დიდგორის ჯვრის ორდენი გადაეცემათ სამხედრო პირებს გამოჩენილი მამაცობისათვის.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.
ღონისძიება დაიწყება 12 აგვისტოს 10 საათზე.
გთხოვთ მობრძანდეთ!
პატივისცემით: თეთრიწყაროს თვითმმართველობა.
სიახლეები
დიდგორობა 2016
10 აგვ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4257
სიახლეები
ივლ 06 ორშ 2026
840
ივლ 03 პარ 2026
863
ივლ 02 ხუთ 2026
961
ივლ 03 პარ 2026
896
მაი 26 სამ 2026
1223
ივნ 11 ხუთ 2026
1251
იან 00
1240
იან 00
1460




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა









































