12 აგვისტოს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 895-ე წლისთავი დიდგორის ველზე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.
1121წელს მეფე დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე, გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც საქართველოს მატიანემ „ძლევაი საკვირველი“ უწოდა. დიდგორი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და თავდადების სიმბოლოდ იქცა. დიდგორის გამარჯვებამ მისცა დასაბამი ქვეყნის საბოლოო განთავისუფლებას და გაერთიანებას. საქართველოში ხანგრძლივმა მშვიდობამ დაისადგურა და ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წინაშე წარსდგა, როგორც რეგიონის უძლიერესი სახელმწიფო.
ქართველი ერი ყოველთვის მოწიწებით იხსენიებს დიდგორის გმირებს, სათანადო პატივს მიაგებს სამშობლოსათვის დაღუპული მამულიშვილების ხსოვნას და ყოველ წელს ზეიმობს დიდგორობის სახალხო დღესასწაულს.
როგორც გასულ წელს, 2016 წელსაც დიდგორობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძლისხმევით, მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნა. დღე დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ სახელმწიფო ანსამბლი „ სუხიშვილები“, ადგილობრივი ანსამბლები „გუდარეხი“ და „კოდისწყარო“ - ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრების შესრულებით, შავფაროსნების მიერ მოეწყო ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა. მოხდა სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოვება, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მაიორი ზაზა თურმანიძე და სერჟანტი გიორგი ჭოველიძე საბრძოლო ქმედებების დროს გამოჩენილი მამაცობისა და თანამებრძოლთა სიცოცხლის გადარჩენისათვის, სახელმწიფო ჯილდოთი - დიდგორის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა.
ღონისძიების ძირითადი ნაწილის დასრულების შემდგომ, გაიმართა ტრადიციული ჭიდაობა, დოღი, ბაზიერების შოუ და სხვა სპორტული შეჯიბრებები. მოეწყო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, ნამუშევრები წარმოადგინა ააიპ „სახელოვნებო სკოლა“-მ და კოდის სათემო განათლების ცენტრმა.
სიახლეები
დიდგორობა 2016
13 აგვ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3423
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
811
სექ 04 ოთხ 2024
253
სექ 02 ორშ 2024
935
აგვ 06 სამ 2024
1186
აგვ 02 პარ 2024
1053
აგვ 02 პარ 2024
237