თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ეთნიკური ბერძნების ვიზიტი სოფელ პატარა ირაგაში
03 აგვ 2016
 

 2 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგაში ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღე და სოფლის დაარსებიდან 160 წლის იუბილე აღინიშნა. სადღესასწაულო წირვა აღავლინა და ბავშვების ნათლობის წესი აღასრულა, სოფელ პატარა ირაგას წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი ალთუნაშვილმა. დღე კულტურული ხასიათის ღონისძიებებით გაგრძელდა. სოფლის ცენტრში სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთიდან მოწვეულმა და ადგილობრივ შემოქმედებითმა კოლექტივებმა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებას საბერძნეთიდან საგანგებოდ ჩამოსული 250-მდე სტუმარი დაესწრო, რომელთა ვიზიტი მიზნად ისახავდა საბერძნეთში საცხოვრებლად წასულ ეთნიკურ ბერძენთა მიერ, საქართველოსთან ისტორიულ-კულტურული კავშირის შენარჩუნებას და გაღრმავებას. 
ღონისძიება ორგანიზებული იყო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ქვემო ქართლის გუბერნიისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. 
 ღონისძიებას ესწრებოდნენ: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ქორიძე, გამგეობის თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა მამა გიორგი ალთუნაშვილმა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა, რომელმაც ბერძნების და ქართველების მრავალ საუკუნოვან მეგობრობის შესახებ ისაუბრა.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3430
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1370
იან 14 კვ 2024
1904
იან 07 შბ 2023
4233
ოქტ 24 ორშ 2022
3685
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები