თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საჯარო განხილვა დაბა მანგლისში
18 აგვ 2016
 

18 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში დემეტრაშვილის, სტალინის და თამარ მეფის ქუჩებზე საკანალიზაციო სისტემის ცენტრალური ქსელისა და გამწმენდი ნაგებობების მოწყობის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები გამგებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და საკანალიზაციო სისტემის პროექტი გააცნეს. აღსანიშნავია, რომ დაბა მანგლისში, წლების განმავლობაში მთავარ პრობლემად საკანალიზაციო სისტემის არარსებობა სახელდებოდა, მოსახლეობის მოთხოვნის და საჭიროებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2015 წელს მომზადდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. 
სამშენებლო სამუშაოების დაწყება გათვალისწინებულია 2016 წელს ხოლო პროექტის სრულად განხორციელება დაგეგმილია 2017 წლის ბოლომდე. აღნიშნული პროექტის დაფინანსების მიზნით, მთის განვითარების ფონდიდან 2016 წელს გამოყოფილია 600 000 ლარი (მათ შორის 5% მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება). 
შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ მოწონებულ იქნა განსახილველად წადგენილი პროექტი. მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას აგრეთვე გააცნეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები და მიაწოდეს ინფორმაცია მთის კანონით გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური და საშემოსავლო შეღავათებით სარგებლობის შესახებ. მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 
შეხვედრის დასრულების შემდგომ მოსახლეობის მიერ დაისვა კითხვები თემის წინაშე არსებული სხვა პრობლემების შესახებ, კითხვებს ამომწურავად უპასუხეს გამგეობის წარმომადგენლებმა და გამგეობის კომპეტენციების ფარგლებში მოსახლეობას დახმარებას დაპირდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3643
 
 
 
სიახლეები
იან 00
1712
ივლ 02 ოთხ 2025
4043
ივნ 27 პარ 2025
3951
აგვ 12 სამ 2025
4249
ივლ 01 ორშ 2024
6885
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1712