თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ ბესიკ წიკლაურის გადაწყვეტილებით, ქ. თეთრიწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, მოქანდაკეს, ფერმწერს და გრაფიკოსს ბატონ მერაბ ბერძენიშვილს. ასევე გადეცა საპატიო სიგელი მონუმენტალური ქანდაკების დარგში შეტანილი წვლილისა და ქართველი ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტის „მუზა“–ს დირექტორი, ბატონი დავით გეგელაშვილი, ამავე ცენტრის ადმინისტრატორი ქალბატონი მაია მიქელაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი ბატონი იოსებ ქუმსიშვილი.