სოფელ ბორბალოში სასმელი წყლის ჭაბურღილის და სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილი, ცენტრალური სისტემა, წყალშემკრები ავზი და საუბნო ონკანები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ წყალმომარაგება საგრძნობლად გაუუმჯობესდება სოფელში მცხოვრებ 250-მდე ბენეფიციარს. აღსანიშნავია, რომ სოფელი ბორბალო ამ დრომდე სასმელი წყლით მარაგდებოდა სოფელში არსებული 2 სასოფლო წყაროდან, რომლის დებეტი ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობისთვის საჭირო მოცულობით წყლის მიწოდებას, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა ზაფხულის პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე წყალუზრუნველყოფა წლების განმავლობაში სოფლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. პროექტის განხორციელება 2016 წლის 24 ნოემბერს დაიწყო და სამუშაოების დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2017 წლის თებერვალში. პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტით და მისი ღირებულება ხელშეკრულებით 88 852,61 ლარს შეადგენს.
სიახლეები
სიახლეები
იან 00
442
იან 00
826
იან 00
1186
აპრ 16 ხუთ 2026
1371
იან 00
1725
თებ 26 ხუთ 2026
2000
მარ 16 ორშ 2026
2236
იან 00
2063




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































