სოფელ ირაგაში კეთილმოწყობილი, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარით აღჭურვილი, ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა. პროექტი განხორციელდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით და „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ პროგრამის ფარგლებში, BP (ბრითიშ პეტროლიუმ)-ის ფინანსური მხარდაჭერით. ახალ სპორტულ დარბაზში მოეწყო სპეციალური გასახდელი ოთახები და სველი წერტილები. სპორტული დარბაზის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან მაღალია მათი ინტერესი სპორტის სხვადასხვა სახეობებისადმი, ხოლო ამ დრომდე მოქმედი ძიუდოს სექცია, რომელიც სათანადო ფართის და მატერიალურ -ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო განთავსებული იყო ირაგის საჯარო სკოლის შენობაში, ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ამჟამად ახლადგახსნილ სპორტულ დარბაზში ფუქციონირებს ძიუდოს სექცია, ხოლო სამომავლოდ დაგეგმილია კრივის სექციის გახსნაც. სპორტული დარბაზის გაიხსნას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე, გამგებლის მოადგილე ლია ზურებიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, პროექტის კოორდინატორი ქსენია კანდელაკი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აღსანიშნავია ირაგის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის რამაზ გულბანის და გამგებლის წარმომადგენლის ამირან მარგველანის განსაკუთრებული ხელშეწყობა და მხარდაჭერა პროექტის განხორციელების პროცესში. „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ საქართველოში 2003 წლიდან ხორციელდება, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის(SCP) კომპანიებში. და მისი პარტნიორების მიერ. "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ 13 წლიანი წარმატების შემდეგ პროექტის მე-5 ფაზას ანხორციელებს. პროექტის მე-5 ფაზის მიზანია გაამყაროს წინა 4 ფაზის განმავლობაში მიღწეული შედეგები და განაგრძოს BTC და SCP მილსადენების აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილის სამიზნე სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ხელშეწყობა. პროგრამის დახმარებით ადგილობრივი მოსახლეობა პროექტებს შემდეგი მიმართულებების ფარგლებში ახორციელებს: • სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; • სასოფლო-სამეურნეო სადემონსტრაციო ნაკვეთების გაშენება; • მცირე ბიზნესის დაწყება; პროგრამის მე-5 ფაზის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA). კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი პროგრამას ახორციელებს მილსადენის აღმოსავლეთ ნაწილში - ქვემოქართლში, კერძოდ კი გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების 64 სამიზნე თემსა და ქალაქ რუსთავის მე-18 და მე-19 მიკრო რაიონებში. პროექტის მე-5 ფაზა 2018 წლის მაისში დასრულდება.
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
600
სექ 02 ორშ 2024
759
აგვ 06 სამ 2024
971
ივლ 29 ორშ 2024
1171