4 ივნისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში პროექტის „სკოლამდელი აღზრდა ჩვენი უფლებაა“-ს ფარგლებში შეხვედრა და პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანია სკოლამდელი განათლების სფეროს ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივი ქსელის შექმნა. შეხვედრაზე „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თემაზე „წინასაარჩევნო ფიქრები სკოლამდელი აღზრდის შესახებ.“ ასევე, შეხვედრის მონაწილეებს გააცნე ის რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელთან. რეკომენდაციები, სკოლამდელი ასაკის მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას წარუდგენა.
შეხვედრას ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელთა მშობლები, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია, ააიპ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ცენტრი“-ს დირექტორი, სათემო ფონდი „კოდორი-2013 “ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.
6 ივნისს, თეთრიწყაროს კუტურის ცენტრში, კულტურის ცენტრთან არსებულმა სახელოვნებო თეატრალურმა ჯგუფმა რეჟისორ ლელა ტიკურიშვილის ხელმძღვანელობით სპექტაკლი „ჯადოსნური გასაღები“ დადგა.
სპექტაკლს თეთრიწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიება კულტურის ცენტრის დირექტორის ზეინაბ აბულაძისა და მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური. ჩოქურმა თეატრალური ჯგუფის წარჩინებულ მონაწილეებს და ხელმძღვანელს მადლობის სიგელები გადასცა.
ძლიერმა სეტყვამ ჭივჭავის, ირაგის და კლდეისის ტერიტორიული ორგანოს სოფლები სამღერეთი ალექსეევკა, დუმანისი, იფნარა და მენკალისი დააზარალა. განადგურებულია ნათესები, ხეხილის ბაღები და დახოცილია შინაური ფრინველები.
დიდი ზომის სეტყვამ სოფლის სავარგულებზე რამდენიმე სანტიმეტრიანი საფარი შექმნა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური სტიქიით დაზარალებულ ყველა სოფელში ჩავიდა და შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ჩოქურის განცხადებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.
12 მაისს, თეთრიწყაროს სპორტ სკოლასთან არსებულმა კარატის ეროვნული ფედერაციის კლუბმა „ალგეთმა“ და „მანგლისმა“ ერთობლივი საჩვენებელი ვარჯიში გამართა.
მეგობრულ ვარჯიშში იასპარეზეს 5 დან 18 წლამდე კარატისტებმა მათ შორის იყო 2 გოგონა. თეთრიწყაროს კარატის კლუბ „ალგეთს“ ვასო მაღლაკელიძე და მინდია აფციაური ხელმძღვანელობენ ხოლო ახლადშექმნილ კლუბ „მანგლისს“ გიორგი დემეტრაშვილი უდგას სათავეში. კარატის წრე მანგლისში 2014 წლის თებერვლიდან მოქმედებს.
საქართველოს მთავრობამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს 2014 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით 806 135 ლარი გამოუყო.
31 ივლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა ადგილობრივი მკვიდრი თინათინ ბეკოშვილის სადიპლომო ფილმის „მე ვარ გოდერძი ჩოხელი“ ჩვენება.
ახალგაზრდა რეჟისორმა მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ბესიკ წიკლაურს. სადებიუტო ფილმის ჩვენებამდე სოფელ ჭივჭავის მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლაზარე გელაშვილმა დალოცა ახალგაზრდა რეჟისორი და წარმატებები უსურვა. ფილმის ჩვენებას ადგილობრივი მოსახლეობა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით გამგებლის მოადგილემ ბატონმა კახა სამხარაძემ სიგელი გადასცა,ხოლო მამა ლაზარემ მაგნლისის ღვთისმშობლის ხატი.
დღეს,12 აგვისტოს დიდგორის ველზე დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრნენ.
დიდგორის ველზე ასევე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. დღესასწაულს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას დიდგორობის დღესასწაული მიულოცა და ქართველი სამხედროების გმირობაზე ისაუბრა.
დღეს 8 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონ ბესიკ წიკლაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონ გოჩა თედორაძემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომში გარდაცვლილ გმირებს და თეთრიწყაროს მკვიდრ ვლადიმერ დავითაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.
დიდგორის ველზე მოწყობილ ამფითეატრში საზეიმო კონცერტი გაიმართა , რომელშიც მონაწილეობას სუხიშვილებსა,შავფაროსნებსა და ანსამბლ რუსთავთან ერთად ნატო მეტონიძე იღებდა.
ღონისძიების ბოლოს შესრულდა საქართველოს ჰიმნი , რის შემდეგაც მაყურებლებმა ამფითეატრიდან ველზე გადაინაცვლა ,სადაც ტრადიციულად ჭიდაობა და დოღი გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, ქართველი ხალხისა და ქართული ჯარის საერთო სახალხო ზეიმზე, გამორჩეულ სამხედროს საბრძოლო გამარჯვებისთვის თავდაცვის სამინისტრო „დიდგორის ჯვრის მედალს“ გადასცემს.
პირველი მედალი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ ვიტალი ცხადაძეს დღეს მთავრობის მეთაურმა გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორ ცხადაძეს სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო წარმატებები უსურვა.
დღეს 29 აგვისტოს საქართველოს მაშტაბით მუნიციპალიტეტების ჩართულობით დაიწყო აქცია -ყველა ქალაქსა და სოფელში ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალისგან, რომელშიც თავად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური,საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გოჩა თედორაძე, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს თანამშრომლებიც ჩაერთვნენ, დაასუფთავეს როგორც ქალაქი თეთრიწყარო ასევე სოფლები. დასუფთავების ასეთი მაშტაბური აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური
გერმანელი კოლონისტები სოფელში მე-19 სკ-ის პირველ ნახევარში დასახლდნენ, მაშინ თანამედროვე ასურეთს ელიზაბეტალი ერქვა.სოფელი გერმანელებისაგან ,მე-2 მსოფლიო ომის დროს დაიცალა,თუმცა აქ შემორჩენილი არქიტექტურა საქართველოში ევროპული მემკვიდრეობის ნიმუშად ითვლება
ასურეთი სადაც, გერმანელი კოლონისტების ცხოვრების ფრაგმენტები დღესაც შემორჩენილია, მთავრობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით სოფლის რეაბილიტაციის გეგმა მუშავდება.
პროექტი ჯერ იდეის დონეზეა ,თუმცა ავტორების შეფასებით რეაბილიტაციის შემდეგ, ასურეთი ტურისტულ ეკონომიკურ ზონად იქცევა. ასურეთში მთლიანად აღდგება ძველი არქიტექტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელ სახლებს, მარნებს.აქვე განთავსდება მუზეუმი, რომელშიც გერმანელების საქართველოში ცხოვრების ამსახველი მასალა იქნება დაცული.
დღეს 20 ოქტომბერს ,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა “ ერთი ფანჯრის“პრინციპით, რომელსაც ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი დავით სარიევი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ქალბატონი ლია ზურებიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ განეხილათ საერთო პრობლემები ,გაეზიარებინათ გამოცდილება და შეემუშავებინათ პრობლემის გადაჭრის გზები.
ასურეთის განვითარების გეგმასათან დაკავშირებით სპეციალური საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც პროექტის დეტალებზე იმუშავებს. შეხვედრას ესწრებოდნენ, მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელი ბატონი მინდია ღლონტი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი რამინ ისმაილოვი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გოჩა თედორაძე.
დღეს 22 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაცია ფონდ ტასო“-სთან და ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისა და თანასწორობისათვის“.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ქალბატონი ლია ზურებიანი, თეთრიწაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი დავით სარიევი, წინწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები.
შეხვედრის მიზანია თვითდახმარების ჯგუფთა , სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელთა თანამშრომლობა იმისათვის, რომ თემის დონეზე გამოკვეთილი პრიორიტეტები და საჭიროებები გათვალისწინებულ იქნას ბიუჯეტირების პროცესში.
დღეს 30 ოქტომბერს სოფელ ასურეთს ეწვია გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ქ-ნ კარინ სტრენცი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 |
იან 00
930
თებ 26 ხუთ 2026
1175
მარ 16 ორშ 2026
1336
იან 00
1278




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა




















