თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მუშა თათბირი რწმუნებულებთან
13 მაი 2014
 

13 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჩოქურმა რაიონის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებთან მუშა თათბირი გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების დროულად განხორციელებას. ჩოქურმა ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს დაავალა მოახდინონ მობილიზება და უახლოეს დღეებში ყველა სოფლებში შეიქმნას მუშა ჯგუფები, რომლებიც თვის ბოლომდე პროექტის ფარგლებში დაიწყებენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. „ადგილობრივმა მოსახლეობამ და სოფლის რწმუნებულებმა პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყველა სამუშაოს თავად უნდა გაუწიონ ზედამხედველობა რათა  ყველა სოფელში დაწყებული სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს“.  განაცხადა ჩოქურმა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების გარდა რაიონში 25 ახალი პროექტის მშენებლობა დაიწყება. მოწესრიგდება საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა, შეკეთდება სოფლის შიდა გზები და ხიდები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2505
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1380
იან 14 კვ 2024
1909
იან 07 შბ 2023
4238
ოქტ 24 ორშ 2022
3691
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები