
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჩოქურმა თეთრიწყაროს რაიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
გადაუღებელმა წვიმებმა ჭივჭავის ტერიტორიული ორგანოს სოფელი დუმანისი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ საკარმიდამო მიწა გაიტაცა დაზიანებულია ხიდი, დატბორილია ნათესი ფართობი, მოშლილია წყლის მომარაგების სისტემა.
სტიქიამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორბეთის ტერიტორიული ორგანოს სოფელ შამთაში ერთადერთი ხიდი დააზიანა და სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.
„გაამწვანე საქართველოს“ ფარგლებში დღეს სოფელ მარაბდაში წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის ეზოში სტუდია „გუთანის“ ორგანიზატორობით 520 ძირი ხე და ბუჩქი დაირგო.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური. მანგლისი-თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ ეკლესიის ეზოში დარგული, ბზა, ზეთისხილი, ნეკერჩხალი, მუხა, ფიჭვი, კიპაროსი და ტირიფი აკურთხა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავისა და მარაბდის სკოლის მოსწავლეებმა და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა.
26 აპრილს საქართველოს 72 მუნიციპალურ ცენტრში, ერთდროულად დაიწყო ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ინტელექტის დღე.“ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლა.
28 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური, ახალსოფლის ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
30 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი გოლთეთის, წინწყაროსა და ხაიშის მოსახლეობასთან რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ნოდარ ხუხაშვილმა შეხვედრა გამართეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პირუტყვის დაავადებათა კონტროლის, კატასტროფების რისკის შემცირებისა და სასოფლო-სამურნეო სავარგულების მიზნობრივად გამოყენების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 1 მაისს პირველი შეხვედრა გამართა.
1 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს „იუმორინას“ მსახიობები ვახტანგ ტატიშვილი, მერაბ გეგეჭკორი, ბესო ბერულაშვილი ხვიჩა მაღლაკელიძე, ზურა ვადაჭკორია, ნუგზარ კვაშალი და თემურ წიკლაური ეწვია. მსახიობები მაყურებლის წინაშე მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ორსაათიანი პროგრამით წარსდგენენ.
თბილისის #173 საჯარო სკოლაში ჩატარდა შეჯიბრი სკოლებს შორის, სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით „საქართველოს თასი კარატეში“.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა თბილისის 50-ზე მეტი და მათ შორის თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლა. დიპლომი და თასი გადაეცა მე-3 ადგილის მფლობელ თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლას. შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეების ტრანსპორტირება და კვება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო.
9 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჩოქურმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი მიულოცა.
13 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჩოქურმა რაიონის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებთან მუშა თათბირი გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების დროულად განხორციელებას. ჩოქურმა ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს დაავალა მოახდინონ მობილიზება და უახლოეს დღეებში ყველა სოფლებში შეიქმნას მუშა ჯგუფები, რომლებიც თვის ბოლომდე პროექტის ფარგლებში დაიწყებენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. „ადგილობრივმა მოსახლეობამ და სოფლის რწმუნებულებმა პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყველა სამუშაოს თავად უნდა გაუწიონ ზედამხედველობა რათა ყველა სოფელში დაწყებული სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს“. განაცხადა ჩოქურმა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების გარდა რაიონში 25 ახალი პროექტის მშენებლობა დაიწყება. მოწესრიგდება საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა, შეკეთდება სოფლის შიდა გზები და ხიდები.
24-25 მაისს, თბილისში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კარატეში ‘’OPEN GEORGIA,’’ რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15-ამდე ქვეყნის 500-ზე მეტმა სპორტსმენმა, მათ შორის თეთრიწყაროს კარატისტთა კლუბი ‘’ალგეთი’’-ს 7-მა კარატისტმაც წარმატებით იასპარეზა.
ტურნირში მონაწილეებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს: პირველი ადგილი აიღო გიორგი აფციაურმა 50კგ. წონით კატეგორიაში, ხოლო მესამე ადგილები ლუკა გულედანმა 51კგ. წონით კატეგორიაში და ნიკა წიკლაურმა 25 კგ. წონით კატეგორიაში აიღო.
16 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, როგორც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შერჩეულ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს შორის ,,ელექტრონული მმართველობის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანერგვის ხელშეწყობის შესახებ“ 2014 წლის 21 თებერვალს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაეცა სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების ნაწილი - 15 პერსონალური კომპიუტერი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებს გადაეცემათ.
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა რაიონში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.
თეთრიწყაროს ტერიტორიაზე, ბედენის მთის მიდამოებში, საქონლის გადასარეკ ტრასაზე, წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაცემის მასობრივი ფაქტები დაფიქსირდა. ტრასის პირას ამ დრომდე რადენიმე ასეული მკვდარი ცხვარი,ათეული ძროხა, თხა, და ცხენია დაფიქსირებული. რაიონის გამგებლის დავალებით ადგილზე მუშაობს თეთრიწყაროს სამაშველო სამსახური.
4 ივნისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში პროექტის „სკოლამდელი აღზრდა ჩვენი უფლებაა“-ს ფარგლებში შეხვედრა და პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანია სკოლამდელი განათლების სფეროს ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივი ქსელის შექმნა. შეხვედრაზე „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თემაზე „წინასაარჩევნო ფიქრები სკოლამდელი აღზრდის შესახებ.“ ასევე, შეხვედრის მონაწილეებს გააცნე ის რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელთან. რეკომენდაციები, სკოლამდელი ასაკის მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას წარუდგენა.
შეხვედრას ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელთა მშობლები, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია, ააიპ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ცენტრი“-ს დირექტორი, სათემო ფონდი „კოდორი-2013 “ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.
6 ივნისს, თეთრიწყაროს კუტურის ცენტრში, კულტურის ცენტრთან არსებულმა სახელოვნებო თეატრალურმა ჯგუფმა რეჟისორ ლელა ტიკურიშვილის ხელმძღვანელობით სპექტაკლი „ჯადოსნური გასაღები“ დადგა.
სპექტაკლს თეთრიწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიება კულტურის ცენტრის დირექტორის ზეინაბ აბულაძისა და მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური. ჩოქურმა თეატრალური ჯგუფის წარჩინებულ მონაწილეებს და ხელმძღვანელს მადლობის სიგელები გადასცა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 26 ხუთ 2026
248
მარ 16 ორშ 2026
512
იან 00
606
ნოემ 07 პარ 2025
1915
ნოემ 06 ხუთ 2025
1907
ოქტ 06 ორშ 2025
2339




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

















