31 ივლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა ადგილობრივი მკვიდრი თინათინ ბეკოშვილის სადიპლომო ფილმის „მე ვარ გოდერძი ჩოხელი“ ჩვენება.
ახალგაზრდა რეჟისორმა მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ბესიკ წიკლაურს. სადებიუტო ფილმის ჩვენებამდე სოფელ ჭივჭავის მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლაზარე გელაშვილმა დალოცა ახალგაზრდა რეჟისორი და წარმატებები უსურვა. ფილმის ჩვენებას ადგილობრივი მოსახლეობა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით გამგებლის მოადგილემ ბატონმა კახა სამხარაძემ სიგელი გადასცა,ხოლო მამა ლაზარემ მაგნლისის ღვთისმშობლის ხატი.