თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დედაენის დღისადმი მიძღვნილი საღამო
17 აპრ 2015
 

17 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც წარმოდგენილ იქნა ლიტერატულ – მუსიკალური კომპოზიცია"ჩვენ ვსწავლობთ ვეფხისტყაოსანს"'.

პირველკლასელებმა ( მასწავლებელი ლეილა ქავთარაძე, ქორეოგრაფი ხათუნა ოქიტაშვილი ) ზეპირად წაიკითხეს ნაწყვეტები პოემიდან, წარმოადგინეს ცეკვები "სამაია", "მთიულური", ქართულ ჩოხებსა და კაბებში გამოწყობილმა პატარებმა ითამაშეს სცენები "ვეფხისტყაოსნიდან".
საღამოს მეორე განყოფილება დაეთმო სიყვარულის დღის აღნიშვნას, სადაც მონაწილეობდნენ   მე–12  და   მე–10 კლასელები. (სცენარის ავტორი სკოლის დირექტორილეილა აფციაური, ქორეოგრაფი თამარ სულეიმანაშვილი ). ბავშვებმა წაიკითხეს ქართველი და  უცხოელი პოეტების ლექსები,შეასრულეს  ქართული ხალხური სიმღერები დაცეკვები, წარმოადგინეს თანამედროვე ცეკვები. საღამოში მონაწილეობდნენ აგრეთვე მანგლისის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4287
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
962
იან 00
2317
ივლ 02 ოთხ 2025
4707
ივნ 27 პარ 2025
4562
აგვ 12 სამ 2025
4910
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
962