თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით 2015 წლის თებერვალში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და საგრანტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ. თეთრიწყაროში ამოქმედდა სალოტბარო სკოლა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მარნეული–თეთრიწყარო–წალკის საავტომობილო გზის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია: არსებული ხელოვნური საფარის შეცვლა ახლით, ფეხბურთის კარის ბადის მოწყობა,ახალი საძირკვლის, მავთულბადის და დამცავი ღობის მოწყობა. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათება.
დღეს,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგეობის ხელმძღვანელ პირებსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომაგენლებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური სოფელ საღრაშენში მცხოვრებ პატრიშვილების მრავალშვილიან და დაბა მანგლისში მცხოვრებ ბედოიძეების სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეწვია და დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა. ბესიკ წიკლაურმა მათ საახალწლო საჩუქრები: საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტკბილეული გადასცა.
2015 წლის 15 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული პროექტის - „საქართველოს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლების პროგრამა - ვისწავლოთ ქართული“-ს განხორციელება.
„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ერთ-ერთი გასვლითი ღონისძიება განხორციელდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისათვის.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ვაკანტურ პოზიციებზე 2015 წლის 24 დეკემბერს გამოცხადდა კონკურსი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები ჩატარდა, მოსწავლეებმა და აღსაზრდელებმა სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენებით და მუსიკალური ნომრებით ახალი წლის მოახლოვება აღნიშნეს.
24 დეკემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქართველოს მკვლევართა კავშირის „ორქისის“ ინიციატივით, პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“-ს შენობაში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ბატონ პაატა ხიზანაშვილის ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის მხარდაჭერით თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმებმა მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გამართეს.
„ნარინჯისფერი მსოფლიო-შეწყვიტე ძალადობა ქალებსა და გოგონების მიმართ!“ მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე აქციას, შეუერთდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. აქციის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და მერსი ქორფსის მხარდაჭერით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 45 წუთიანი ქართული დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღე!“-ს (Speak Out!) ჩვენება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ თონეთში ცენტრალური გზის დარჩენილი ნაწილის მოასფალტების და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური.
მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა,გამგებლის პირველმა მოადგილემ ერეკლე კუხიანიძემ და გამგებლის მოადგილემ ლია ზურებიანმა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულეს კოდის, ასურეთის, დაბა მანგლისის და ხაიშის ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღები.
მიმდინარე წლის 13 ნოემბერს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, დაიწყო სოფელ მარაბდაში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები.
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისათვის შესყიდული საცხოვრებელი სახლები მოინახულა.აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2012 წლიდან დღემდე, სამინისტრომ კერძო სახლი 510 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა, მათ შორის 92 ქვემო ქართლის რეგიონში.
დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ქ. თეთრიწყაროში ჩატარდა ფესტივალი „პოეზიის ინტეგრალები“-ს შესარჩევი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 28 სასწავლო დაწესებულების 52 მოსწავლემ.
„C“ ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
2004 წლის 24 სექტემბერს საქართველოში ახალი აგრარული ტექნოლოგიების და საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისის დანერგვის მიზნით, შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „აგროსერვისი“.
ივლ 06 ორშ 2026
814
ივლ 03 პარ 2026
836
ივლ 02 ხუთ 2026
938
ივლ 03 პარ 2026
864
მაი 26 სამ 2026
1205
ივნ 11 ხუთ 2026
1232
იან 00
1218
იან 00
1438




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















