თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2015-11-07

 

2015 წლის 13 ივნისის სტიქიური მოვლენების შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წყლულეთში დაზიანდა მისასვლელი საავტომობილო გზა, დაინგრა მილხიდები და სანიაღვრე არხები.

ვრცლად
2015-11-06

 

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაგებლის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი ვახტანგ ბურჯანაძე თანამშრომლებთან ერთად.

ვრცლად
2015-11-05

 

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს სოფელ კოდაში და სოფელ ჯორჯიაშვილში დაიწყო საბავშვო ბაღების შენობების შიდა სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ვრცლად
2015-11-05

 

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა შედგა.

ვრცლად
2015-11-04

 

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაიწყო, 2015 წლის ივნისში მოსული სტიქიის შედეგად დაზიანებული, სოფელ ზირბითში და სოფელ ახალსოფელში მისასვლელი გზების და მილხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ვრცლად
2015-11-04

 

თეთრიწყაროს მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 2015 წელს, სოციალურად დაუცველ 70 ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 70000-ს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, გაეწიათ ერთჯერადი დახმარება, რომელმაც საერთო ჯამში შეადგინა 53 600 ლარი.

ვრცლად
2015-11-03

 

დაბა მანგლისში მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს დასრულდა საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი განხორციელდა რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, რომლის ღირებულებამ 48286,16 ლარი შეადგინა.

ვრცლად
2015-10-28

 

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა გიორგი ხომერიკმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ერეკლე კუხიანიძემ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქ. თეთრწყაროში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

ვრცლად
2015-10-23

 

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ქვემო ქართლის გუბერნიის და თვითმმართველობის წარმომადგენლობის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად
2015-10-22

 

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს დაიწყო ქ.თეთრიწყაროს №1 და №2 საბავშვო ბაღების შენობების შიდა სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ვრცლად
2015-10-21

 

ქ. თეთრწყაროში ჯავახიშვილის, კრწანისის, საქართველოსა და გორგასალის ქუჩებზე 2 კილომეტრიანი სავალი გზის მოსაფალტების პირველი ეტაპი დასრულდა.
ამ ეტაპზე კომპანია სანიაღვრეების მოწყობას ანხორციელებს.

ვრცლად
2015-10-15

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ააიპ ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის" ორგანიზებით ცენტრის სააქტო დარბაზში ცნობილი ქართველი სცენარისტის და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის 61 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა რეჟისორი თინათინ ბეკოშვილი, მსახიობები: დავით ბეკოშვილი, ლელა კეკელაშვილი, დავით თოლორაია, რომან ქერქაძე. მომღერლები: ანა მალაზონია და ქეთა წიკლაური.

ვრცლად
2015-10-15

 

„დემოკრატიის ინსტიტუტი“, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ და „ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი-ინტელექტი“ ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ანხორციელებს პროექტს ,,ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“.

ვრცლად
2015-10-13

 

10 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში ,,რუსთავქალაქობა'' აღინიშნა. დილიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ვრცლად
2015-09-28

 

28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“-ს შენობაში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ბატონ პაატა ხიზანაშვილის ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის მხარდაჭერით თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია გამართეს.

ვრცლად
2015-09-28

 

მინდინარე წლის 28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით და ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის” ორგანიზებით სოხუმის დაცემიდან 22 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ჩვენ დავბრუნდებით“, რომლის ფარგლებში გაიხსენეს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ალგეთელი მეომრები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ვრცლად
2015-09-24

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის გადაწყვეტილებით, მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში შეტანილი წვლილისთვის თეთრიწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, თეთრიწყაროს მკვიდრს ბატონ ზაქარია გიგაურს, რომელსაც 19 სექტემბერს შეუსრულდა დაბადებიდან 80 წელი.

ვრცლად
2015-09-24

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი თანადგომით, მიმდინარე წლის ივნისისს თვეში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში, მცხოვრებ 40 ოჯახს გადაეცა საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების ნივთები.

ვრცლად
2015-09-23

 

22 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქ. თეთრიწყაროს გამგეობის სააქტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ მონაწილეობით გაიმართა კამერული მუსიკის კონცერტი.

ვრცლად
2015-09-19

 

კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრების” ინიციატივით მოეწყო.

ვრცლად
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
796