თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სალოტბარო სკოლა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
27 იან 2016
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით 2015 წლის თებერვალში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და საგრანტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ. თეთრიწყაროში ამოქმედდა სალოტბარო სკოლა.

სკოლაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები სპეციალურად შემუშავებული პროგრამით, უფასოდ ეუფლებიან ქართულ ხალხურ ტრადიციულ გალობას და ხალხურ სიმღერას. სალოტბარო სკოლაში შემოქმედებით და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევიან სპეციალისტები: ლოტბარი - გურამ კვასტიანი, რეგენტი - თორნიკე კანდელაკი და სოლფეჯიო - ნინო ბიბილური. ამჟამად თეთრიწყაროს სალოტბარო სკოლაში სწავლობს 25 მოზარდი, პერიოდულად მიმდინარეობს ახალი მსმენელების მიღება. სალოტბარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში. მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად უჭერს მხარს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას და თანადგომას უცხადებს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თეთრიწყაროს წარმომადგენლობას სასიკეთო მიზნების განხორციელებაში, რომელიც ემსახურება ქართული ხალხური შემოქმედების შენარჩუნებას და განვითარებას.
წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობას და პედაგოგებს შემოქმედებით საქმიანობაში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4008
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...