თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

აქცია - „შეწყვიტე ძალადობა ქალებსა და გოგონების მიმართ!“
11 დეკ 2015
 

„ნარინჯისფერი მსოფლიო-შეწყვიტე ძალადობა ქალებსა და გოგონების მიმართ!“ მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე აქციას, შეუერთდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. აქციის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და მერსი ქორფსის მხარდაჭერით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 45 წუთიანი ქართული დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღე!“-ს (Speak Out!) ჩვენება.

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე და ნაჩვენებია საზოგადოების დამოკიდებულება მოძალადესა და მსხვერპლის მიმართ, გმირები თავად გვიამბობენ იმ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე, რაც საკუთარ თავზე განიცადეს, ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, მონაწილეებმა საკუთარი სლოგანი „არა ძალადობას“ ფურცელზე გადაიტანეს და სიმბოლურად ნარინჯისფერი საღებავით ანაბეჭდები დატოვეს.
ღონისძიება 16 დღიანი აქციის ფარგლებში ჩატარდა „ქალთა და გოგონათა ძალადობის წინააღმდეგ“. ეს აქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4393
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...