თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მინისტრების ვიზიტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
27 ნოემ 2015
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისათვის შესყიდული საცხოვრებელი სახლები მოინახულა.აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2012 წლიდან დღემდე, სამინისტრომ კერძო სახლი 510 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა, მათ შორის 92 ქვემო ქართლის რეგიონში.

დევნილმა ოჯახებმა „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში , სახლები თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიეს. 
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი , ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი , თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,გამგებლის მოადგილე ლია ზურებიანი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე საღლიანების, კალანდიების, ქოჩქიანების ოჯახებს შეხვდნენ და საჩუქრები გადასცეს.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მინისტრები, მუნიციპალიტეტის გამგებელი და სხვა ხელმძღვანელი პირები სოფელ სამღერეთის სკოლასაც ეწვივნენ და სკოლის მოსწავლეებს წიგნები და სპორტული ინვენტარი გადასცეს. სამღერეთის სკოლაში ამჟამად 75 ეკომიგრანტი ბავშვი სწავლობს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3947
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...