თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2018-03-16

„განავითარე შენი რეგიონი“ პროექტის ფარგლებში, 16 მარტს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი  გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ლია ზურებიანი,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია, პროექტის ორგანიზატორი გიგა გლუნჩაძე და ქალაქ თეთრიწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები  ესწრებოდნენ. 

ვრცლად
2018-03-13

  13 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში RDFG-ის ოფისში თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG). პროექტი ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით , თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ვრცლად
2018-03-12

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები და მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს 12 მარტს გამართულ შეხვედრაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა და კომპანია „EPTISA”-ს წარმომადგენლებმა. 

ვრცლად
2018-03-07

  7 მარტს ქალაქ თეთრიწყაროში ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა განიხილა და დაამტკიცა თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი და საგრანტო კონკურსის განაცხადისა და შეფასების ფორმები, მოეწყო (RDFG) -ის დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია და განხილვა.

ვრცლად
2018-03-06

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მოადგილეები ბერდია ხვისტანი და ლია ზურებიანი მუნიციპალიტეტის დასახლებებში მცხოვრებ ას წელს გადაცილებულ ქალბატონებს შეხვდნენ და ქალთა დღესასწაულები მიულოცეს.

ვრცლად
2018-03-05

   5 მარტს ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ვრცლად
2018-02-28

   28 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ, ერთობლივად განიხილეს მერიის მიერ შემუშავებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის პირველადი სამუშაო დოკუმენტი და იმსჯელეს თეთრიწყაროს ტურისტული პოტენციალის განვითარების პერსპექტივებზე.

ვრცლად
2018-02-25

  24-25 თებერვალს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ფარგლებში გაიმართა მუნიციპალური თამაშები სპორტის ოთხ სახეობაში: გეზრბენი, მინი ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც ასპარეზობას რეგიონულ ტურზე გააგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მუნიციპალიტეტის მოქმედი 28 საჯარო სკოლიდან 12 საჯარო სკოლის 25 გუნდია ჩართული.

ვრცლად
2018-02-20

ააიპ „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილო“ ახლადრეაბილიტირებულ და კეთილმოწყობილ შენობაში გააგრძელებს ფუნციონირებას. დაწესებულება ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ 70  ბენეფიციარს ემსახურება და  ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფს, ხოლო სოფლად მცხოვრებ 305 ბენეფიციარს ყოველთვიური დახმარების სახით  გადასცემს მშრალ პროდუქტებს.

ვრცლად
2018-02-20

  2018 წელს სოფელ მაწევანში მისასვლელი და შიდა საავტომობილო  გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყება. აღსანიშნავია, რომ  სოფლამდე მისასვლელი  გზა სრულად ამორტიზებულია და წლების განმავლობაში მოსახლეობისათვის მთავარ  პრობლემას წარმოადგენდა. 

ვრცლად
2018-02-20

  20 თებერვალს სოფელ სამღერეთში  40 აღსაზრდელზე  გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

ვრცლად
2018-02-14

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ და  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მალხაზ სამაშვილმა,  სამუშაო ჯგუფთან ერთად,   მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის სამუშაო დოკუმენტი,  ნარჩენების მართვის არსებული სისტემა, შეგროვებისა და გატანის მომსახურების საკითხები განიხილეს და იმსჯელეს   კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების საკითხებზე.

 

ვრცლად
2018-02-14

14 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში  ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა  ქეთევან მახარაშვილმა  სკოლის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედა გამართა. 

ვრცლად
2018-02-13

13 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) წარმომადგენლებმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაბა მანგლისში არსებული ცენტრალური პარკის (ე.წ. როშის) რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს.

 

ვრცლად
2018-02-09

9 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  მერიამ    საშეშე მერქნული რესურსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს  გადასცა.

ვრცლად
2018-02-08

  8 თებერვალს ქალაქ თეთრიწყაროში ა(ა)იპ ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ვრცლად
2018-02-06

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის „თანხმობა“ წარმომადგენლებმა  და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა:  მალხაზ სამაშვილმა და ლია ზურებიანმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის გაზრდის და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ვრცლად
2018-02-06

 2018 წლის 6 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში: იურგიტა ვილპისუსკაიტი, ნიელს მატიას იეგინდი და გიორგი კაჩუკი   თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ქორიძეს და მერის მოადგილეებს შეხვდნენ.

ვრცლად
2018-01-26

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ თეთრიწყაროს შიდა გზებზე  თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ჯგუფებმა გაწმენდითი სამუშაოები აწარმოეს და გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა დილიდან დაიწყეს.

  ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის დასახლებებამდე მისასვლელი და ცენტრალური საავტომობილო გზები გაწმენდილია თოვლის საფარისაგან .გზის ინტენსიური  გაწმენდითი  სამუშაოები  მიმდინარეობს სოფელ ღვევის, ღოლოვანის, შამთის, ვანათის, დრეს მისასვლელ საავტომობილო გზებზეც.  

 
ვრცლად
2018-01-17

თემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და ფონდის „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ წარმომადგენლებმა, 15 იანვარს მერიაში დაგეგმილ შეხვედრაზე. 

ვრცლად
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები