თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა შშმ ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე
12 აპრ 2018
 

  12 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად ერთმანეთისათვის“ ფარგლებში, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მოადგილემ ლია ზურებიანმა, ორგანიზაცია „ინიციატივა რეგიონული განვითარებისათვის“, შშმ ბავშვების მშობელთა ორგანიზაციის „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ ხელმძღვანელმა და მერიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელმა მზია მჭედლიშვილმა. 

  შეხვედრაზე იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად, სოციალური სერვისების დანერგვა/განვითარებისათვის მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სენსორული დარღვევის მქონე სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის და მათი განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. 

  პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გზით, პირველ ეტაპზე მოხდება შშმ ბავშვთა აღრიცხვა და ინფორმაციის შეგროვება მათი საჭიროებების შესახებ, ხოლო შემდგომ დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4567
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4073
ივნ 27 პარ 2025
3985
აგვ 12 სამ 2025
4274
ივლ 01 ორშ 2024
6912
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735