თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

უცხოელი სტუმრების ვიზიტი კოდის სათემო განათლების ცენტრში
08 მაი 2018
 

  8 მაისს კოდის სათემო განათლების ცენტრს გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) სხვადასხვა ქვეყნის ოფისების (გერმანია, უკრაინა, ბელარუსია, არაბეთი) წარმომადგენლები ესტუმრნენ და გაეცნენ სათემო განათლების ცენტრის საქმიანობას, მოისმინეს ინფორმაცია ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, დაესწრნენ პროფესიული და პიროვნული განვითარების სალექციო კურსებს. სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია კოდის სათემო განათლების ცენტრთან არსებული სოციალური საწარმოს „არტკოდა“ მიერ წარმოდგენილმა ხელნაკეთმა ნივთებმა და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებმა.

  უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს სათემო განათლების ცენტრში DVV International საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სოსო პირველი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი.

   (DVV International) -ის წარმომადგენლობის ინფორმაციით, წარმატებული პრაქტიკისა და საქმიანობის მიხედვით, კოდის სათემო განათლების ცენტრის, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ოფისის მაგალითზე, სათემო განათლების ცენტრების დაარსება გათვალისწინებულია იორდანიასა და მოლდოვაში. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4421
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1394
იან 14 კვ 2024
1922
იან 07 შბ 2023
4251
ოქტ 24 ორშ 2022
3704
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები