თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუზეუმის შემდგომი განვითარების საკითხების განხილვა
12 აპრ 2018
 

    თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისა და ქალაქ თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს 12 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, მოადგილემ დავით ლომიტაშვილმა, საგენტოს წარმომადგენლებმა: ირმა დოლიძემ, დიმიტრი ნარიმანაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, თანამშრომლებმა და ააიპ „თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“-ს წარმომადგენლებმა.

  ნიკოლოზ ანთიძემ აუდიტორიას გააცნო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მუშაობის ძირითადი მიმართულებები და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააგენტოსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები, რომელებიც მოიცავს ექსპონატების ინვენტარიზაციას, შენობის რეაბილიტაციას და აღჭურვას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ადგილობრივი კადრების გადამზადებას და სხვა ღონისძიებებს. 

  კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციულ-საექსპოზიციო სივრცე, არქეოლოგიური მასალა და გახდება კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ერთ-ერთი ქმედითი დაწესებულება, საერთაშორისო დონეზე სამუზეუმო საქმიანობასთან ერთად დაწესებულება განახორციელებს წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის სისტემატურ მონიტორინგს, მდგომარეობის ფიქსაციასა და რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას. მუზეუმს სამომავლოდ ექნება სრულიად განახლებული ექსპოზიცია, მოეწყობა მასშტაბური გამოფენები და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს მუზეუმის პოპულარიზაციას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას და ქალაქი თეთრიწყარო გადაიქცევა რეგიონის ტურისტულ ცენტრად.

   შეხვედრის დასრულების შემდგომ ნიკოლოზ ანთიძემ დაათვალიერა თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ექსპონატები და გაეცნო თანამშრომლებს. თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1965 წელს, მუზეუმში ინახება დაახლოებით 11000 ექსპონანტი, მათ შორის ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და XX საუკუნის ისტორიის ამსახველი მასალები. მუზეუმში დაცულია ძვ.წ.აღ-ის IV-III ათასწელულის რომის კეისრის ფულის მულაჟები, რომელიც ადასტურებს ამ პერიოდში საქართველოს სავაჭრო ურთიერთობის არსებობას სხვა ქვეყნებთან. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4470
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1390
იან 14 კვ 2024
1918
იან 07 შბ 2023
4246
ოქტ 24 ორშ 2022
3701
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები