საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).
საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტო, საპილოტო პროექტის ფარგლებში აცხადებს 1 (ერთი) ადგილობრივი რეგიონული ფასილიტატორის შერჩევას პროექტის მხარდასაჭერად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
11 ივნისს მერიის საკონფერენციო დარბაზში ა.ა.ი.პ „ინიციატივა რეგიონალური განვითარებისთვის“ პროექტის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
2018 წლის თებერვლის თვიდან „ინიციატივა რეგიონალური განვითარებისთვის“ პარტნიორ ორგანიზაციასთან „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ ერთად ახორციელებს პროექტს „ერთად ერთმანეთისთვის“, რომლის მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობისა და მათი განვითარების ხელშემწყობ სოციალურ საკითხებზე ადგილობრივი თემის, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირება და ამ კატეგორიის ბავშვთა საჭიროებების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა.
10 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე ე.წ ვარხუნოს დასახლებაში წყაროს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია წყაროსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სამუშაოებს აწარმოებს ა.ა.ი.პ "თეთრიწყარო წყალი".
9 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ქოსალარის მოსახლეობას იფთარზე უმასპინძლა, მერის მოადგილეებმა ადგილობრივ მოსახლეობას მუსლიმანებისთვის გამორჩეული წმინდა რამაზანის თვე და დამდეგი რამაზან ბაირამი მიულოცეს.
️იფთარს ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - აიაზ მამედოვი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი და ადგილობრივი მოსახლეობა.
7 ივნისს დაბა მანგლისში ქვემო ქართლის რეგიონალური კონკურსის ,,კალიგრაფიის მარგალიტები“ ფარგლებში, გამარჯვებულ კონკურსანტთა ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოვება გაიმართა.
კონკურსში ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების II-XII კლასის 800-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან 64 გამარჯვებული გამოვლინდა აქედან 4 თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეები: მარიამ ბურდული, თათია ძირკვაძე, მაია თევდორაშვილი და ლიკა ძირკვაძე.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის და ა.ა.(ი).პ „კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით
26 მაისს ქალაქ თეთრიწყაროში კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით დამოუკიდებლობის აღდგენის დღე გრანდიოზულად აღინიშნა.
26 მაისის კვირეულის ფარგლებში ქალაქ თეთრიწყაროში ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, თეთრიწყაროს სახანძრო-სამაშველო განყოფილების, ააიპ „თეთრიწყაროს სპორტული სკოლის“ და შ.პ.ს „ჯავახავტოგზის“ საფეხბურთო გუნდები.
24 მაისს კოდის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით, სოფელ კოდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.
შეხვედრას წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობა და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
„მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს თემის მდგრადი განვითარების შესაძებლობების შექმნას ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობის და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით.
26 მაისის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ თეთრიწყაროში მდებარე კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო სპეციალური საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო: საქართველოს მუნიციპალიტეტების ჰერალდიკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებული ფოტომასალა, სახელოვნებო სკოლის ხელოვნების ნიმუშები, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, ხელნაკეთი თოჯინების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
22 მაისს ა.ა.ი.პ „თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრთან” არსებულმა საბავშვო თეატრალურმა სტუდია "გარისმა" წარმოადგინა სპექტაკლი "ტრაგედიის აჩრდილები" (სცენარის ავტორი ტატა ახალაია), რომელიც აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას მიეძღვნა.
სპექტაკლმა და მონაწილე მსახიობების სასცენო ხელოვნებამ მაყურებელთა აღფრთოვანება და ოვაციები დაიმსახურა.
21 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ჩვენება გაიმართა.
ფილმის დასრულების შემდგომ გაიმართა დისკუსია რეჟისორთან და მსახიობებთან.
ჩვენებას თვითმმართველობის წარმოამდგენლებთან ერთად, ესწრებოდა ადგილობრივი მოსახლეობა.
20 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა.
მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ მემორიალთან ომში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
18 მაისს ყველა მოქმედ საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა.
თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მოადგილეებმა მალხაზ სამაშვილმა და ლია ზურებიანმა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს წარმატებები და წინსვლა უსურვეს, ასევე მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს გაწეული შრომისა და ღვაწლისათვის.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ 25 კუბური მეტრი საშეშე მერქნული რესურსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადასცა.
17 მაისს ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" (RDFG) თეთრიწყაროს ოფისში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის " სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
17 მაისს ქალაქ თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში პროექტ „განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლებიც ძირითადად მუნიციპალიტეტის ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებს მოიცავდა.
მაისს ქ. თეთრიწყაროში ქართველი ველომოგზაური ნოდარ ბერიძე იმყოფებოდა. მოგზაურს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. „ჩემი მოგზაურობის მთავარი მისიაა ხალხთა შორის მშვიდობის და ტოლერანტობის პროპაგანდა, სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია“ - აღნიშნა ნოდარ ბერიძემ და ისაუბრა მოგზაურობასთან დაკავშირებული სირთულეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
მაისს ქ. თეთრიწყაროში ქართველი ველომოგზაური ნოდარ ბერიძე იმყოფებოდა. მოგზაურს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. „ჩემი მოგზაურობის მთავარი მისიაა ხალხთა შორის მშვიდობის და ტოლერანტობის პროპაგანდა, სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია“ - აღნიშნა ნოდარ ბერიძემ და ისაუბრა მოგზაურობასთან დაკავშირებული სირთულეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.