თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის, გრძელდება აქტიური საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან.
მერიის წარმომადგენლები სოფელ წინწყაროში ადგილზე გაეცნენ რძის პროდუქტების საწარმოო პროცესს და ადგილობრივი მეწარმისგან - მერაბ ძირკვაძისაგან, მოისმინეს ინფორმაცია ბიზნესის განვითარებისათვის არსებული საჭიროებების შესახებ.
კოოპერატივი შპს „წინწყარო +“ ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით, ნატურალური რძის პროდუქტებს აწარმოებს. წარმოებული იმერული ყველის, სულგუნის და ყველის სხვა სახეობების, აგრეთვე ნადუღის რეალიზება თბილისში არსებულ დიდ სუპერმარკეტებში ხორციელდება. საწარმო არსებული შესაძლებლობებით დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დაახლოებით 10 ტონა რძის გადამუშავებას. მცირე საწარმოში დასაქმებულია 8 ადგილობრივი.
სურსათის უვნებლობის HACCP სისტემის დასანერგად, მეწარმე აქტიურ კონსულტაციებს მართავს სხვადასხვა ორგანიზაციებთან. დაგეგმილი აქვს წარმოების გაფართოებაც, რაც ადგილზე დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.️️თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ინიციატივას 2018 წლიდან შეუერთდა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP) ეკონომიკური განვითარების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას.
სიახლეები
შეხვედრა ადგილობრივ მეწარმესთან
24 ივლ 2018
მნახველთა რაოდენობა: 5139
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1723
ივლ 03 პარ 2026
1668
ივლ 02 ხუთ 2026
1917
ივლ 03 პარ 2026
1725
მაი 26 სამ 2026
2044
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















































