თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2018-07-24

  პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის - ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, 24 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

  შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები და იმსჯელეს თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესებისათვის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე. 

ვრცლად
2018-07-24

  22 ივლისს ქალაქ თეთრიწყაროში „მხატვრის სახლში“ ტურისტული გამოფენა „თეთრიწყარო 2018“ გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები თეთრიწყაროში არსებული ტურისტული სერვისების შესახებ, ასევე საგამოფენო სივრცე, რომელიც თეთრიწყაროს ტურისტული რესურსების ამსახველ ინფორმაციას დაეთმო.
გამოფენის ორგანიზატორია ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების ხელშეწყობის საინიციატივო ჯგუფი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამშვილი, ტურიზმის სამეცნიერო და აკადემიური წრეების წამყვანი სპეციალისტები, ტუროპერატორები, გიდები და თემით დაინტერესებული პირები .

ვრცლად
2018-07-24

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის, გრძელდება აქტიური საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან. 
  მერიის წარმომადგენლები სოფელ წინწყაროში ადგილზე გაეცნენ რძის პროდუქტების საწარმოო პროცესს და ადგილობრივი მეწარმისგან - მერაბ ძირკვაძისაგან, მოისმინეს ინფორმაცია ბიზნესის განვითარებისათვის არსებული საჭიროებების შესახებ. 
კოოპერატივიშპს „წინწყარო +“ ქართულიტრადიციულიტექნოლოგიით, ნატურალურირძისპროდუქტებსაწარმოებს. წარმოებულიიმერულიყველის, სულგუნისდაყველისსხვასახეობების, აგრეთვენადუღისრეალიზებათბილისშიარსებულდიდსუპერმარკეტებშიხორციელდება. საწარმოარსებულიშესაძლებლობებითდღისგანმავლობაშიუზრუნველყოფსდაახლოებით 10 ტონარძისგადამუშავებას. მცირესაწარმოშიდასაქმებულია 8 ადგილობრივი. 

ვრცლად
2018-07-19

  სუფთა ჰაერი, ლამაზი ბუნება, შესანიშნავი ადგილი ოჯახური დასვენებისა და განტვირთვისათვის - ეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლება სოფელი ალექსეევკაა.
   ბუნების განსაკუთრებული სიყვარულის და სიახლოვის სურვილის გამო, წლების წინ ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით, სოფელში აგარაკი შეიძინა ერთმა თბილისურმა ოჯახმა. აქ სიხარულით ხვდებიან სტუმარს. ეზოში შესულს კი აუცილებლად მიგიზიდავთ ოჯახის დიასახლისის - პროფესიით ბიოლოგის, ქალბატონი ნია ნაცვლიშვილის მიერ საკუთარი ხელით გაშენებული სხვადასხვა უნიკალური ჯიშის ვარდები, ულამაზესი ყვავილები და გემოვნებით მოწყობილი გარემო. აქვე შეხვდებით სოფელში სტუმრად მოსული ქართველი თუ უცხოელი ტურისტების მიერ დატოვებულ სამახსოვრო წარწერებს. 

ვრცლად
2018-06-26

  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ დაბა მანგლისის საპილოტო არეალზე საჯაროდ გამოცხადდა სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები და 26 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გიწვევთ დაბა მანგლისის N 089, N 092, N 093, N103 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად. 
გთხოვთ გაეცნოთ გადაწყვეტილებას და რუკებს: https://drive.google.com/…/17OA-HOFqlC63LQ0UkTTagtp1nhIA7ij4
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 5 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: მანგლისი, რუსთაველის ქუჩა N 1.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება. 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

ვრცლად
2018-07-18

   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ დაბა მანგლისის საპილოტო არეალზე საჯაროდ გამოცხადდა სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები და 6 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გიწვევთ დაბა მანგლისის N 053; 054; 061; 062; 065;069; 071; 074; 076; 077; 078; 079; 094; 096; 101; 104; 105; 107; 109; 113 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად. 
გთხოვთ გაეცნოთ გადაწყვეტილებას და რუკებს: https://drive.google.com/…/1B1e7qhcVnSl1aXOkZjMTIBotSvuOtGzj
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 15 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: მანგლისი, რუსთაველის ქუჩა N 1.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება. 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ტელ: 599 08 43 02 ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

 

ვრცლად
2018-07-06

   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ დაბა მანგლისის საპილოტო არეალზე საჯაროდ გამოცხადდა სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები და 6 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გიწვევთ დაბა მანგლისის N 053; 054; 061; 062; 065;069; 071; 074; 076; 077; 078; 079; 094; 096; 101; 104; 105; 107; 109; 113 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად
გთხოვთ გაეცნოთ გადაწყვეტილებას და რუკებსhttps://drive.google.com/…/1B1e7qhcVnSl1aXOkZjMTIBotSvuOtGzj
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 15 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: მანგლისი, რუსთაველის ქუჩა N 1.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ტელ: 599 08 43 02 ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

ვრცლად
2018-07-13

 13 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის წესი და იმსჯელეს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის დაგეგმვის და საბჭოს დებულებით განსაზღვრული, სამომავლოდ გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის №226 დადგენილებით, საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება გენდერულ ჭრილში და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება, გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება/ დაგეგმვა, გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და .. დეტალურად იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/download/4204944/0/ge/pdf

ვრცლად
2018-07-05

  5 ივლისს დაბა მანგლისის საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მიმდინარე პროცესი განიხილეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წელს შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივასმერები ეკონომიკური ზრდისთვისდა აიღო ვალდებულება სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორის, არასამათავრობო ორგანიზაციების, ახალგაზრდების, მცირე მეწარმეების აქტიური ჩართულობით, შეიმუშავოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულყოფილად უნდა ასახავდეს საზოგადოების ინტერესებს და განვითარების სასურველ მიმართულებებს.

ვრცლად
2018-07-11
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის (ალექსეევკა-მენკალისი) საავტომობილო გზის კმ42-კმ47 მონაკვეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის კმ23-კმ32 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღნიშნული პროექტების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმების საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით, 17 ივლისს 12:00 საათზე დაბა მანგლისის საზოგადოებრივ ცენტრში და 15:00 საათზე სოფელ ალექსეევკაში, სკოლის შენობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია ადგილობრივ მოსახლეობასთან საჯარო განხილვების მოწყობა.
გთხოვთ მობრძანდეთ და მიიღოთ მონაწილეობა განხილვაში.
ვრცლად
2018-07-01

  1 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში ცხრა ძმა ხერხეულიძის მემორიალთანჩოხოსან რაინდთა დასისორგანიზებით, მარაბდის ბრძოლის 393- წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მარაბდის ველზე დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ. სახალხო ზეიმში მონაწილეობდნენ: ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლიგუდარეხი“, პოეტი ნანა ცინცაძე და საესტრადო მუსიკალური ჯგუფები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა

ვრცლად
2018-06-28

  ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ქსელის თავმჯდომარე ლიგიტა სმაგურაუსკაინე და წევრი პოვილას საულევიუსი ასოციაციასამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვისწარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ლიტველი სტუმრები ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის წესს და მიიღეს ინფორმაცია სამომავლო გეგმების და განვითარების სტრატეგიული მიმართულებების შესახებ, ამასთანავე თვითმმართველობის წარმომადგენლებს ლიტვური LAG-ების და მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობის გამოცდილებები გაუზიარეს.

შეხვედრაზე სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების დამყარების და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში გაცვლითი პროგრამების შემუშავების მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.

ვრცლად
2018-06-27

  27 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. წინასწარ დაანონსებული დღის წესრიგის შესაბამისად განსახილველი თემები წარმოადგინეს: 2018 წლის 4 მაისის სხდომაზე თეთრიწყაროს მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებსა და თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გადაცემის საკთხზე რეკომენდაციები - გულიკო შოშტაშვილმა, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ხოლო მერიის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა გოგა ასუმბანმა - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია და ასევე - ევროკავშირის ინიციატივამერები ეკონომიკური ზრდისთვის“.

ვრცლად
2018-06-27

  სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, 27 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, ორგანიზაციამ ,,ინიციატივა რეგიონალური განვითარებისთვისპროექტის ,,ერთად ერთმანეთისთვისფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შშმ ბავშვთა მშობლებთან ერთად იმსჯელეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ და პრობლემების გადაჭრის მიზნით, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზით, მუნიციპალიტეტში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრის დაარსების შესაძლებლობა.

ვრცლად
2018-06-26

  26 ივნისს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტისსოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიფარგლებში, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (TT LAG) ესტუმრნენ ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ქსელის თავმჯდომარე ლიგიტა სმაგურაუსკაინე და წევრი პოვილას საულევიუსი. პროექტის ფარგლებში, შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)".

თეთრიწყაროს ლაგის საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და ლიტველმა სტუმრებმა განიხილეს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ფუნქციონირებისა და LEADER მიდგომის განხორციელების მიზნები და საფუძვლები. თეთრიწყაროს მერის პირველმა მოადგილემ მალხაზ სამაშვილმა, სტუმრებს გააცნო მუნიციპალიტეტის მუშაობის სტრუქტურა და მათი თანამშრომლობის არსი ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან, როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ვრცლად
2018-06-21

  21 ივნისს . თეთრიწყაროში, ჯავრიშვილის კლინიკაოფთალმიჯი“- ექიმებმა სამედიცინო აქციის ფარგლებში, მოსახლეობას მხედველობის უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს.

პაციენტებს ჩაუტარდათ მხედველობის შემოწმება (ვიზომეტრია), ბიომიკროსკოპული გამოკვლევა და თვალის ფსკერის გამოკვლევა არაკონტაქტური გოლდმანის ლინზით.

ვრცლად
2018-06-18

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი.

 18 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა განიხილა პირველადი დოკუმენტი და იმსჯელეს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელიც შემდგომ ასახული იქნება გეგმაში

ინიციატივის მონაწილე მუნიციპალიტეტებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მისი პარტნიორების მიერ შეიმუშავებული განვითარების გეგმა მიმართული უნდა იყოს კერძო სექტორის ზრდისაკენ, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივ განვითარებასა და დასაქმებას.

ვრცლად
2018-06-15

 15 ივნისს  ქალაქ თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის დირექციამ წარმატებულ მოსწავლეებს მადლობა გამოუცხადა გაწეული შრომისათვის და სიგელებით დააჯილდოვა.

დაჯილდოვებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილეები მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი, ქ.თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

ვრცლად
2018-06-15

  5 ივნისს თეთრიწყაროს მერიის საკონფერენციო დარბაზში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წყლისა და წყალარინების პროექტების ტექნიკური დიზაინის შედგენის საკითხებზე იმსჯელეს. რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი, „საქართველოს ადგილობრვი თვითმმართველობების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება პროექტის ციკლის მართვაში“, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას მათ ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამოყალიბებაში, განვითარებაში, შესყიდვასა და მონიტორინგში.

ვრცლად
2018-06-14

  14 ივნისს ქალაქ თეთრიწყაროში ა.(ა).ი.პ თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის გაერთიანებამ 2017-2018 სასწავლო წლების შემაჯამებელი კონცერტი გამართა.

  კონცერტში მონაწილეობდნენ კოდის, ასურეთისა და თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის მოსწავლეები.

  ღონისძიება საანგარიშო-შემაჯამებელი სახის იყო , სადაც ძირითადად წარჩინებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

ვრცლად
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები