თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ტურნირი მინი ფეხბურთში
15 სექ 2018
 

  15 სექტემბერს სოფელ გოლთეთში ადგილობრივი ახალგაზრდების ორგანიზებით, ახლადრეაბილიტირებულ სპორტულ სტადიონზე მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებებიდან 14 სპორტული გუნდი მონაწილეობდა.

შეჯიბრში პირველობა მოიპოვა გოლთეთის გუნდმა, რომელსაც გადაეცა სპეციალური პრიზი - გარდამავალი თასი.

ტურნირს ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე სოსო პირველი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, ააიპ სპორტული სკოლის დირექტორი ზურაბ ბაბლუანი, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

გიორგი ქორიძემ შეჯიბრშიც მიიღო მონაწილეობა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა ახალგაზარდებს.

სპორტული ტურნირი მიეძღვნა სოფელ გოლთეთში სხვადასხვა დროს გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას, სპორტული შეჯიბრი სამომავლოდ უფრო მაშტაბურ ხასიათს მიიღებს და აღინიშნება ყოველწლიურად

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5033
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1734
ივლ 02 ოთხ 2025
4072
ივნ 27 პარ 2025
3983
აგვ 12 სამ 2025
4272
ივლ 01 ორშ 2024
6910
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1734