თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2018-11-01

სოფელ ასურეთში ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა ქუჩის 257 -იან მონაკვეთზე და მიმდებარე ჩიხებზე. პროექტით გათვალისწინებულია ქუჩაზე სანიაღვრე სამკუთხა მონოლითური კიუვეტების მოწყობაც.
მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე. მერი ასევე შეხვდა აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებს და მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ
პროექტის განხორციელება 1 ნოემბერს დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით დასრულდება 2018 წლის 24 ნოებრამდე. პროექტის ღირებულება (ხელშეკრულებით) 15999 ლარს შეადგენს
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დაიწყება სოფელ ასურეთში, რუსთაველის ქუჩის მოასფალტებაც. მუნიციპალიტეტის მერიამ 15 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერი აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებზე (NAT180016434). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 383 922 ლარი.

ვრცლად
2018-10-31

  ქ. თეთრიწყაროს მომავალ წელს კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატება. მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, . თეთრიწყაროში თამარ მეფის . N38-ში მდებარე, ყოფილი სავაჭრო ცენტრის შენობაში, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მოსაწყობად, პროექტი მზადდება.
შენობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ჩაუტარდება რეაბილიტაცია და განთავსდება სხვადასხვა სივრცეები: ტურისტული მომსახურების ცენტრი, საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, კაფე, საოფისე და კომერციული ფართები, სარიტუალო დარბაზი და სხვადასხვა საჭიროების ადმინისტრაციული სერვისები.
მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული მომსახურების ცენტრის ფუნქციონირება, რომლის ძირითადი დანიშნულება იქნება საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტების სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორგანიზებული ტურების დაგეგმვას, ტურისტების რაოდენობის ზრდას და თეთრიწყაროს, როგორც ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაციას. ამასთანავე, შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტში ტურისტული ნაკადების ზრდის სტატისტიკის წარმოება და ტურიზმის სფეროს განვითარების ტენდენციების დადგენა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის ცენტრალური ნაწილის იერსახის და მიმზიდველობის გაუმჯობესებას, ტურიზმის განვითარებას და მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას. ფუნქციადაკარგული შენობა კი ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

ვრცლად
2018-10-30

 30 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტისსოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიფარგლებში, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა რიგით მეორე საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი გამოაცხადა.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული, 2018 – 2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის:
გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება
სასოფლო სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა
სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია

საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადები უნდა შეესაბამებოდეს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და ხელს უწყობდეს მის განხორციელებას. სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების, ასევე სავარაუდო აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე (http://tetritskarolag.ge/strategy-ge/) ან მიიღოთ RDFG-ისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ოფისში, სოფელი ჯორჯიაშვილი, ბოგვი-ჯორჯიაშვილის გზატკეცილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

საგრანტო კონკურსი მოიცავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს და მის ფარგლებში შემავალ ყველა თემსა და სოფელს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირსა და სახელმწიფო უწყებას/მის წარმომადგენლობებს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში თითოეულ პროექტზე შესაძლებელია მაქსიმუმ 60,000 და მინიმუმ 1,000 ევროს (ექვივალენტით ლარში) ოდენობის დაფინანსების მიღება. საგრანტო კონკურსში სავალდებულოა თანამონაწილეობა, რომლის ოდენობა იცვლება აპლიკაციის სახეობის მიხედვით:
სოციალური პროექტები პროექტის საერთო ღირებულების 10%
სამეწარმეო პროექტები პროექტის საერთო ღირებულების 30%
საჯარო სექტორის პროექტები პროექტის საერთო ღირებულების 40%

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე, უნდა წარმოადგინონ პროექტის იდეის განაცხადის ვრცლად

2018-10-24

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხოპისში მისასვლელი საავტომობილო გზა მოსწორდა გრეიდერის საშუალებით, ამასთანავე მოხდება გზის გარკვეული მონაკვეთების მოხრეშვა. მისასვლელი და შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგების სამუშაოები დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებშიც. სამუშაოებს ახორციელებს ააიპთეთრიწყარო წყალი

ვრცლად
2018-10-24

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ აბელიანში მისასვლელი, გრუნტიანი საავტომობილო გზის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად სუფთავდება არსებული სანიაღვრე არხები.

მისასვლელი და შიდა საავტომობილო გზები მოწესრიგდება მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებშიც. სამუშაოებს ახორციელებს ააიპთეთრიწყარო წყალი“.

ვრცლად
2018-10-23

  სოფელ ქოსალარამდე მისასვლელი, 5,8 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში დასრულდება გზის მოხრეშვა და დაიწყება საავტომობილო გზის მოასფალტება.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ სულხანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამორტიზირებული საავტომობილო გზის მოწესრიგება სოფლის მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა, ვინაიდან წლების განმავლობაში მწობრიდან იყო გამოსული და აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის განხორციელების შედეგად, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს 600-მდე პირდაპირი ბენეფიციარი.

პროექტი ორწლიანია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო 2018 წლის 5 ივლისს და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2019 წლის დასაწყისში.

ვრცლად
2018-10-23

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიდ ირაგაში, პატარა ირაგაში, სამღერეთში, შიხილოში და ჭივჭავში მისასვლელი და შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს. საავტომობილო გზები გრეიდერის საშუალებით, მოსწორდება მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებშიც.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ სულხანიშვილი. სამუშაოებს ახორციელებს ააიპთეთრიწყარო წყალი“. 

ვრცლად
2018-10-23

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოიხრეშება 5 კილომეტრამდე საავტომობილო გზა, განსაკუთრებით რთულ მონაკვეთებზე მოეწყობა ბეტონის საფარი და სანიაღვრე კიუვეტები.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ სულხანიშვილი.

სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპსროუდ სოლუშენს“. 

 

ვრცლად
2018-10-22

  ქალაქ თეთრიწყაროში დუმბაძის ქუჩის და მიმდებარე 3 ჩიხის მოასფალტება მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში მოიხრეშება გზის გვერდულებიც.

მიმდინარე წელს განხორციელდა . თეთრიწყაროში ჯავახიშვილის ქუჩის დარჩენილი ნაწილის და მიმდებარე 2 ჩიხის რეაბილიტაციაც, პროექტის ფარგლებში მოასფალტდა საავტომობილო გზა და მოეწყო სანიაღვრე არხები.

საერთო ჯამში ორივე ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 კმ-მდე საავტომობილო გზას. განხორციელებული სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით 318 315 ლარს შეადგენს

ვრცლად
2018-10-16

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არალეგალური ნაგავსაყრელების დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შესწავლილ იქნა დაბინძურებული ტერიტორიები, რომელთა საერთო ფართობი 163 300 კვ. შეადგენს.

სამშენებლო-საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან ამ ეტაპზე სუფთავდება, სოფელ ასურეთის და ჯორჯიაშვილის მიმდებარე ტერიტორიები. სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და მოიცავს მუნიციპალიტეტის დასახლებებს, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას არალეგალური ნაგავსაყრელებით გამოწვეული პრობლემა.

სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპსბაზისიშესყიდვის ღირებულება ხელშეკრულებით 15999 ლარს შეადგენს.

ვრცლად
2018-10-12

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. სოფელ კლდეისში მისასვლელი გზის მონაკვეთი სტიქიის შედაგად მრავალჯერ დაზიანდა და საფრთხეს უქმნიდა მგზავრთა გადაადგილებას. საავტომობილო გზის სირთულის გათვალისწინებით, 260 -იან მონაკვეთზე მიმდინარეობს ბეტონის საფარის და წყალამრიდი არხის მოწყობა.

სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით 98028 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შპსთიესაი კომპანი“.

ვრცლად
2018-10-10

  10 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთს სტუმრად ეწვია გერმანიის ასპერგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი და ექსპერტი ნარჩენების მართვის საკითხებში ლუდვიგ სტრეფი, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ევანგელიურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი გოეც მარტინ-როზინი.

 უცხოელ სტუმრებს შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, თეთრიწყაროს განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ლევან ლაბახუა.. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს სოფელი ასურეთი და იქ არსებული გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: ღვინის მარანი, ლუთერანული ეკლესია. მოინახულეს საოჯახო მარნები და გერმანელთა სასაფლაო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ასურეთის განვითარების გეგმა, განიხილეს ასპერგის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების დამეგობრების და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ვრცლად
2018-10-08

  8 ოქტომბერს ქალაქ თეთრიწყაროში სახალხო დღესასწაულიგარისობა 2018“ მასშტაბურად აღინიშნა.
კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილი საზოგადოება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ დალოცა. ღონისძიების მონაწილეებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თეთრიწყაროში მცხოვრები საქართველოს სხვადასხვა უთხის და ეთნოსის წარმომადგენელთა საგამოფენო სივრცეები. ეთნოგრაფიული კუთხე წარმოადგინა თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა, თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის და კოდის სათემო განათლების ცენტრის მიერ, გაიმართა ტრადიციული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, პირობით მსჯავრდებულთა ნამუშევრები წარმოადგინა ქვემო ქართლის პრობაციის ბიურომ
საგამოფენო სივრცეში აგრეთვე წარმოდგენილი იყო ტურიზმის კუთხე, ღია ბიბლიოთეკა, RDFG-ის საინფორმაციო კუთხე, მოძრავი თოჯინების თეატრი და სხვა საბავშვო-გასართობი აქტივობები. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა
თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება -კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა შეასრულეს ხალხური ცეკვები და სიმღერები
საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა ანსამბლიჩვენებურები“. 
სახალხო დღესასწაულის სახელწოდებაგარისობაუკავშირდება . თეთრიწყაროს ისტორიულ სახელწოდებას“. გარისობა, როგორც ქალაქის დღესასწაული გასულ წლებში მასშტაბურად აღინიშნებოდა მოსახლეობის მაღალი ჩართულობით, ხოლო გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დავიწყებას მიეცა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, 2017 წლიდან კვლავ ჩაეყარა საფუძველი დღესასწაულის აღნიშვნას
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აგრეთვე ქვემო ქართლის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ვრცლად
2018-10-08

  სახალხო დღესასწაულისგარისობა 2018“ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, 8 ოქტომბერს ააიპ კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრში, ახალი საბავშვო საესტრადო სიმღერების სტუდიაცისარტყელაგაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერიის თანამშრომლები.
აღსანიშნავია, რომცისარტყელაპირველი საბავშვო სტუდიაა, რომელიც .თეთრიწყაროში გაიხსნა და ააიპ კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლებთან ერთად, სამომავლოდ აქტურად ჩაერთვება სხვადასხვა ღონისძიებებში.

ვრცლად
2018-10-07
8 ოქტომბერს, 15:00 საათზე ქალაქ თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში სახალხო დღესასწაული „გარისობა აღინიშნება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა. მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ გაიმართება კონცერტი, მოეწყობა ეთნოგრაფიული საგამოფენო სივრცე, ტურიზმის კუთხე, ღია ბიბლიოთეკა, თეატრალური წარმოდგენები და სპორტული შეჯიბრებები.
„სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დავიწყებას მიეცა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, 2017 წლიდან კვლავ აღინიშნება მრავალფეროვანი პროგრამით და მოსახლეობის მაღალი ჩართულობით. სახალხო დღესასწაულის სახელწოდება „გარისობა“ უკავშირდება ქ. თეთრიწყაროს ისტორიულ სახელწოდებას“.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან სტუმრები როგორც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან, ასევე მუნიციპალიტეტებიდან და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან.
ვრცლად
2018-10-05

  სოფელ მაწევნამდე მისასვლელი, 3,2 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზაზე უკვე მოეწყო ასფალტის პირველი ფენა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა სრულად იყო ამორტიზირებული და მისი მოწესრიგება სოფლის მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2019 წლის 2 იანვარს. შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს 375 პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ეზოებთან მისასვლელების მოასფალტებაც. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიაჯეუგრუპიპროექტის სახელშეკრულებო ღირებულება - 771 724 ლარი.

ვრცლად
2018-10-05

  5 ოქტომბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე მოადგილეებთან ერთად, საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დეპარტამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს: ემა ვინსენტს (ავსტრია) და რიჩარდას რამოშკას (ლიტვა) შეხვდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო გარემოს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. მისია, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დეპარტამენტმა, ვიზიტით მოავლინა სადამკვირვებლო მისია 14 საერთაშორისო ექსპერტის და 28 გრძელვადიანი დამკვირვებლის შემადგენლობთ, რომლებიც განაწილებულნი არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 დამკვირვებლები მონიტორინგი გაუწევენ და თვალყურს მიადევნებენ წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას, მედია გარემოს და საარჩევნო დავების გადაწყვეტას.

ვრცლად
2018-10-04

  4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა გიორგი ვეკუამ და ნიკა მარკოზაშვილმა ადგილობრივ მეწარმეებს მიაწოდეს ინფორმაცია პალატის სერვისებისა და იმ პროექტების შესახებ რომელიც ხორციელდება საქართველოს მასშტაბით როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი საწარმოების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. პალატის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მეწარმეებისაგან მოისმინეს ინფორმაცია ბიზნესსექტორის საჭიროებების შესახებ და გაუწიეს შესაბამისი კონსულტაციები.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართული ბიზნესის განვითარებისათვის ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, აგრეთვე ინტენსიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან, გეგმავს და მართავს ბიზნეს-ფორუმებს, აკავშირებს უცხოურ კომპანიებს ქართველ მეწარმეებთან და თითოეულ მათგანს საქმიანობაში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში ეხმარება.

ვრცლად
2018-10-03

  3 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

სახალხო დამცველის გენდერის რეგიონულმა წარმომადგენელმა მარიამ გვიდიანმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხებში სახალხო დამცველის მანდატისა და მუნიციპალიტეტის როლის შესახებ, აგრეთვე განიხილა სექსუალური შევიწროების და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხები. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, მარიამ გვიდიანმა ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

ვრცლად
2018-10-02

  2 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის შესაბამისად, დოკუმენტზეთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების სტრატეგიასაბჭოს თავმჯდომარემ, გულიკო შოშიტაშვილმა მრჩეველთა საბჭოს შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინა. საბჭომ ერთხმად მხარი დაუჭირა მას და მერიას სათანადო რეკომენდაციები შესთავაზა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის კულტურის სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, მრჩეველთა საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე წერილობითი განმარტებები წარადგინა მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა, ფატიმა შავაძემ. საბჭომ მოიწონა მუნიციპალიტეტის საპასუხო განმარტებები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მესამე საკითხად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმა მოისმინა, რომელიც მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსმა, ნატო ალთუნაშვილმა გააცნო საბჭოს წევრებს.

სხდომა აქტიური კითხვა-პასუხისა და დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სხდომის ოქმი შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე:

http://tetritskaro.gov.ge/files/uploads/%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98-8.pdf

ვრცლად
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები