თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 8 აპრილს, დაბა მანგლისში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, მანგლისის ფიჭვნარში (ე.წ. „პატარა როშა“), საჯარო სკოლის ეზოში და სხვა ტერიტორიებზე დაირგო 200-ზე მეტი ფიჭვის და ცაცხვის ნერგები. აქციაში მონაწილეობა მიიღეს: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერიის თანამშრომლებმა, პედაგოგებმა, სკოლის მოსწავლეებმა და შპს „თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ თანამშრომლებმა,
აქციის მიზანი იყო, მწვანე საფარის აღდგენის ხელშეწყობა და მანგლისის, როგორც საკურორტო-რეკრეაციული ზონის, ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღება. გამწვანების ღონისძიებები დაგეგმილია ქ. თეთრიწყაროში, კულტურისა და დასვენების პარკში და სოფელ ღოუბანში ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე.
5 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის და დამოუკიდებელი გიდებისათვის, საინფორმაციო ტური გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა მოინახულეს უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი სამშვილდე, ასევე მოინახულეს ალგეთის წყალსაცავის და ბირთვისის კანიონის მისადგომები, სოფელ ასურეთში (ელიზაბეტტალი) არსებული გერმანული მემკვიდრეობა, გერმანული საოჯახო მარნები და გაეცნენ ადგილობრივი ღვინის - „შალას“ (ასურეთული შავი) წარმოების პროცესს და შენახვის ტექნოლოგიებს. სტუმრებს, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო ექსპედიციის ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა, პროფესორმა დავით ბერიკაშვილმა გააცნო. მომსახურების სერვისის გაცნობის მიზნით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები თეთრიწყაროში მდებარე საოჯახო სასტუმროს - „მხატვრის სახლს“ და კვების ობიექტებს ესტუმრნენ.
საინფორმაციო ტურის მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის თეთრიწყაროს ტურისტული პოტენციალის გაცნობა და წარმოჩენა. საინფორმაციო ტურში მონაწილეობა მიიღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კახა კობერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის უფროსმა ლევან ჟვანიამ და მერიის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა ვალერიან სუხიტაშვილმა. სტუმრებს მეგზურობა გაუწიეს მერიის ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების სპეციალისტმა ლამარა ბექაურმა და მხატვარმა ია არსენიშვილმა.
როგორც ცნობილია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების უნიკალური ძეგლების სიმრავლით, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი მხარეა. ტურიზმის განვითარების და არსებული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინ
2006 წელს საქართველოს პარლამენტის 20 დეკემბრის #4173 დადგენილებით განხორციელდა ქალაქ თბილისის, გარდაბნის და მცხეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილება. დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში 23 დაბა და სოფლის ტიპის დასახლება მოექცა. მისი ფართობი დაახლოებით 154 კვ.კმ-ით გაიზარდა და 504 კვ.კმ. შეადგინა. ქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები დადგენილი იქნა 1:50000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკაზე, შესაბამისი სადემარკაციო სამუშაოების განხორციელების გარეშე. აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად 2007 წლის 16 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #011402/101/96 ხელშეკრულების თანახმად (იხ. დანართი), ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობით, დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად, შპს „საინჟინრო-საძიებო სამსახურმა“ განახორციელა დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების ტოპოგრაფიული აგეგმვა UTM WGS-84 საკოორდინატო სისტემაში. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საკადასტრო და სარეესტრო ნაკვეთების, ორთოფოტო გადაღების მოძიება და კამერალური დამუშავება, თბილისის საზღვრების რეკოგნოსცირება, წერტილების განსაზღვრა ნიშნების ჩასამაგრებლად. დამზადდა ნიშნები, მოხდა ჩამაგრებული წერტილების ფოტოფიქსაცია და ქალაქზე გატარებული საზღვრების აღწერა. ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე შედგა ციფრული რუკები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრის კონფიგურაციამ ცვლილება განიცადა, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მომიჯნავედ. შეიცვალა ფართობიც და კორექტირებული ვერსიის მიხედვით 502 კვ.კმ. შეადგინა.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის #1-4 გადაწყვეტილების და 2014 წლის 5 დეკემბრის #16-35 და #16-41 დადგენილებებით განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების და რაიონების ტერიტორიული ერთეულების - უბნების საზღვრები. რაიონებისა და უბნების ადმინისტრაციული საზღვრისპირა მონაკვეთების განსაზღვრისას საფუძვლად აღებულ იქნა 2007 წელს სადემარკაციო სამუშაოების შედეგად კორექტირებული კონტური, რამაც ცდომილება გამოიწვია პარლამენტის 2006 წლისა და საკრებულოს 2013-2014 წლების აქტების ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილებს შორის.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება გავლენას მოახდენს, როგორც გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვრებზე, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებზეც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქისა და მისი მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების დაზუსტებული საზღვრის სამართლებრივ აქტებში ჰარმონიზაციის მიზნით, გიგზავნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის N12-031901590-03 წერილს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და გთხოვთ იმოქმედოთ კანონმდებლობის შესაბამისად.
29 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონა.
2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი პროექტებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხა 884 000 ლარს შეადგენს, რომელიც შესაბამისი დასახლების საერთო კრებების და რეგისტრირებულ ამომრჩეველთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე და მოსახლეობის საერთო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დაიხარჯება.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების“ შესაბამისად, 2019 წლის 23 იანვრიდან, 8 თებერვლის ჩათვლით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა 78 დასახლებულ პუნქტში. საერთო კრებებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაესწრო 3530 ადამიანი.
წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 22 მარტს დაბა მანგლისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გარემოსდაცვითი აქცია გაიმართეს. აქციის მონაწილეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაასუფთვეს დაბა მანგლისის ფიჭვნარის ე.წ. „დიდი როშის“ ტერიტორია.
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვით კამპანიებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული. 2019 წელს, წყლის რესურსების დაცვის დღე აღინიშნება მოწოდებით „არავინ დავტოვოთ მიღმა“.
21 მარტს ქ.მარნეულში ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაული - ნოვრუზ ბაირამი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. ააიპ თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლამ და კოდის სათემო განათლების ცენტრმა დღესასწაულთან დაკავშირებით, საგამოფენო კუთხეები მოაწყო და ტრადიციული რეწვის და ხელოვნების სხვა ნიმუშები წარმოადგინა. ღონისძიებაში ჩართული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში მცხოვრები მოსახლეობაც, ადგილობივებმა ხელნაკეთი ნივთები და ტრადიციული ტკბილეული წარმოადგინეს.
ეთნიკურ აზერბაიჯანელ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, დიპლომატიური კორპუსის და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.
მამუკა ბახტაძემ თეთრიწყაროს საგამოფენო კუთხე დაათვალიერა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გაესაუბრა. ნოვრუზი აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ააიპ „თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში“ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ასეთი სინდრომის მქონე მოზარდებმა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და მერიის თანამშრომლები დაესწრნენ. გიორგი ქორიძემ და ბერდია ხვისტანმა დაუნის სინდრომის მქონე პატარებს: მიშა შავაძეს და რატი ხოზრევანიძეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. გიორგი ქორიძე ბავშვების მშობლებსაც გაესაუბრა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
ადგილობრივი ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ სხადასხვა აქტივობებში და ერთობლივი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ღონისძიების მიზანი იყო, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების წახალისება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 2011 წელს გამოცხადდა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღინიშნება სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებებით.
ააიპ „თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრმა“ დაუნის სინდრომის მქონე პატარებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა.
5 წლის მიშა შავაძემ და 13 წლის რატი ხოზრევანიძემ, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, კულტურის ცენტრის საბავშვო სტუდიის პატარებთან ერთად, მხიარულ გარემოში აღნიშნეს.
დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი.
დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა!
#ჩვენვართმეგობრები!
#ჩვენარვითვლითქრომოსომებს!
დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი.
დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
19 მარტს ქ. თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გაიმართა, რომელშიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებულმა მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
მიღებული ქულების მიხედვით, „2019 წლის თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ წოდება ქ. თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეს მათე ალთუნაშვილს მიენიჭა. მეორე ადგილზე გავიდა №1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ თეგაძე, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ქ. თეთრიწყაროს №2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე დიანა აკოფიანი გახდა. მაღალი ქულები დააგროვეს ასევე დიდი თონეთის, ერტისის, ჭივჭავის, წინწყაროს, ენაგეთის და ქ. თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ კონკურსის მონაწილეებს მიღწეული შედეგები მიულოცა და საჩუქრად ვიზუალური ენციკლოპედია-ფოტოპედია გადასცა. “ეტალონის“ წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის თეთრიწყაროს ეტალონ მოსწავლეს“, ნინო ახუაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და მშობლები.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ გამარჯვებულ მოსწავლეს მათე ალთუნაშვილს მიღწეულ შედეგს და წარმატებას უსურვებს ვრცლად
15 მარტს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ახალგაზრდების
გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისთვის"” საანგარიშო პრეზენტაცია გაიმართა,
რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ
სამაშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევევისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული პირები
დაესწრნენ.
განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევების და ცენტრის მიერ, სამომავლოდ დასახული გეგმების შესახებ ინფორმაცია აუდიტორიას ცენტრის ხელმძღვანელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა გააცნო.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის ჩატარდა პროექტების წერის, ფონდების მოძიების, აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, ლიდერობის და ა.შ. საგანმანათლებლო ტრენინგები.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივ ახალგაზრდებს მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივობების და ინიციატივების განხორციელებაში. მერიამ 2018 წელს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს ფუნქიონირებისათვის, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შენობა გადასცა, რომელიც ახალგაზრდებმა სხვადასხვა მცირე საგრანტო პროგრამების დახმარებით, გაარემონტეს და განათავსეს სხვადასხვა სივრცეები. დღეის მდგომარეობით, მოპოვებული გრანტების მეშვეობით, ორგანიზაციას განხორციელებული აქვს 26 677 ლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტები. ამასთანავე, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიებში, კულტურულ და გარემოსდაცვით ღონისძიებებში. ცენტრში იმართება მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, ფილმის ჩვენებები, ინტელექტუალური შეჯიბრებები.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მოწვევით, ქ. თეთრიწყაროს მშვიდობის კორპუსის მოხალისე ეწვია, რომელიც ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებს ვრცლად
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, სოფელ ჭივჭავში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაობი მიმდინარეობს. შეიცვალა შენობის სახურავი, კარ-ფანჯარა, შეილესა კედლები. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სამზარეულო, სველი წერტილები და ეზო, მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემები. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჭივჭავის თემიდან დავით ხვისტანი, მერიის ზედამხედველობს სამსახურის უფროსი ნიკოლოზ სულხანიშვილი და მერის წარმომადგენელი ჭივჭავის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ ზურაბიანი. მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში, სტანდარტების შესაბამისი და თანაბრად ხელმისაწვდომი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად გეგმიურად ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება: 2019 წელს ახალი საბავშვო ბაღები აშენდება სოფელ წინწყაროში და სოფელ ფარცხისში, ხოლო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ მარაბდის საბავშვო ბაღს.
სოფელ ჭივჭავის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის განხოციელებაზე 174 888 ლარი დაიხარჯება (ხელშეკრულების მიხედვით). სამუშაობს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შპს „არტიფექსი“.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, ახალი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, სპორტული მოედანი, რომლის ფართობიც 450 კვ.მ შეადგენს, შემოიღობება ლითონის ბადით და მოეწყობა ხელოვნური საფარი. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მერიის ზედამხედველობს სამსახურის უფროსი ნიკოლოზ სულხანიშვილი. აღსანიშნავია, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მოსახლეობასთან სხვადასხვა დროს გამართულ შეხვედრებზე ერთ-ერთ საჭიროებად დაასახელეს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში, სპორტის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. პროექტის განხოციელებაზე 39 952 ლარი დაიხარჯება (ხელშეკრულების მიხედვით). სამშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბაზისი“ სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის 20 აპრილამდე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ სულხანიშვილი გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე ხორციელდება საავტომობილო გზის და მიმდებარე 2 ჩიხის მოასფალტება, სანიაღვრე სამკუთხა ბეტონის კიუვეტების მოწყობა და ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით გზის ნაპირების მოხრეშვა. საერთო ჯამში მოასფალტდება 1.14 კმ საავტომობილო გზა.
ახლადრეაბილიტირებული ინფრასტრუქურით ისარგებლებს 300-მდე პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით. სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 314 000 ლარს.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 428 652 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
მიღებული დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია:
სოფელ ვაშლოვნის სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის (4,7 კმ) რეაბილიტაცია (გამოცხადებულია ტენდერი NAT190002090, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები).
სოფელ შავსაყდარში მისასვლელი საავტომობილო გზის (3,2 კმ) რეაბილიტაცია (გამოცხადებულია ტენდერი NAT190001707, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები).
დაბა მანგლისში თამარ მეფის ქუჩის (1 კმ) რეაბილიტაცია (გამოცხადებულია ტენდერი NAT190004753);
ქ. თეთრიწყაროში აბანოს ქუჩის საავტომობილო გზის (0,14 კმ) მოწყობა (გამოცხადებულია ტენდერი NAT190003450, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები);
ქ. თეთრიწყაროში ჭავჭავაძის ჩიხის საავტომობილო გზის (0,4 კმ) მოწყობა (გამოცხადებულია ტენდერი NAT190003456, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები);
ქ. თეთრიწყაროში გურამიშვილის ქუჩის საავტომობილო გზაზე (0,5 კმ) ასფალტის საფარის მოწყობა (ტენდერში NAT190001034 გამარჯვებული გამოვლენილია)
ქ. თეთრიწყაროში წმინდა ნინოს ქუჩის საავტომობილო გზის (0,47 კმ) მოწყობა (ტენდერი NAT190001032 დასრულდა უარყოფითი შედეგით, გამოცხადდება განმეორებით).
საერთო ჯამში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 10,4 კმ მისასვლელ და შიდა საავტომობილო გზას.
დაბა მანგლისში ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, თოკების პარკის ატრაქციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა და ხელი მოეწერა აღნიშნული პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას.
პროექტი ხორციელდება საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ევროკავშირის და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (kfw) დაფინანსებით. პროექტი ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ I საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარადგინა და მიიღო დადებითი შეფასება. პროექტი ითვალისწინებს ალგეთის ეროვნულ პარკში (დაბა მანგლისი) მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციის მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ვიზიტების ზრდას. პროექტის ღირებულება შეადგენს 250 000 ლარს.
აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების
ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სხვა პროექტების და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ალგეთის ეროვნულ პარკში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, სამხარეო განვითარების ასოციის თავმჯდომარე ვანო გრიგალაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და გფა კონსალტინგ გრუპის წარმომადგენლები.
9 მარტს ქალაქ თეთრიწყაროში შვეიცარიის ელჩს საქართველოში პატრიკ ფრანზენს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ უმასპინძლეს.
შეხვედრის მიზანს კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მონახულება წარმოადგენდა მათ შორის სოფელ წინწყაროში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო შპს „წინწყარო+“.
ელჩთან ერთად სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ: SDC თანაშემწე გენერალური დირექტორი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ელჩი რუთ ჰუბერი, სამხრეთ კავკასიის პროგრამის მენეჯერი ირინე კრანზლინი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი ოლივიე ბურიკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის მოადგილე ვერნერ თუტი და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ბექა თაღაური.
სტუმრებმა მოინახულეს ა.ა.ი.პ. „თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის“ , კოდის სათემო განათლების ცენტრის მიერ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენები და ადგილობრივი მეწარმე ქალბატონის მიერ წარმოებული ჟოლოს პროდუქცია, აგრეთვე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალური სერვისის ქალთა ოთახის საქმიანობას.
მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ - ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, ქალთა დღესასწაულები პირადად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს ქ. თეთრიწყაროში მცხოვრებ ქალბატონებს: საქართველოს დამსახურებულ ექიმს გულნარა გიგაურს და ახალგაზრდა კინორეჟისორს თინათინ ბეკოშვილს.
პროფესიით მეან-გინეკოლოგი გულნარა გიგაური, 63 წელია რაც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის მინიჭებული აქვს ღირსების ორდენის კავალერის, საუკუნის წარმატებული ექიმის, თეთრიწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება.
ახალგაზრდა კინორეჟისორი, დოკუმენტური ფილმის „მე ვარ გოდერძი ჩოხელი“ ავტორი, თინათინ ბეკოშვილი აქტიურად არის ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში: ქ. თეთრიწყაროში ხელმძღვანელობს საბავშვო თეატრს და მონაწილეობს სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში, წერს ლექსებს, მუშაობს რომანზეც, რომლის გამოცემასაც უახლოეს მომავალში აპირებს. თიკო მუშაობს მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში არსებული ტაძრებისა და კულტურული ძეგლების შესახებ, ახალი დოკუმენტური ფილმის სცენარზეც, რომელსაც კინორეჟისორი შესაბამისი სპონსორის მოძიების შემთხვევაში გადაიღებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 26 ხუთ 2026
229
მარ 16 ორშ 2026
500
იან 00
596
ნოემ 07 პარ 2025
1907
ნოემ 06 ხუთ 2025
1899
ოქტ 06 ორშ 2025
2330




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

















