ქრონკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, სოფლის ექიმების მეტი ინფორმიერების მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
31 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა: მალხაზ სამაშვილმა და ბერდია ხვისტანმა მორიგი ყოველკვირეული სამუშაო თათბირი გამართეს ინსპექტირების ორგანოს - კომპანია „ოპტიმალ გრუპ +“-ის და კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან.
2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ენაგეთში, ჯვარაში და საღრაშენში ახალი სკოლები აშენდება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, სოფელ ვაშლოვნის სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 4.7 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება 3,2 კმ-იანი საავტომობილო გზა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს, ქ. თეთრიწყაროში, კულტურისა და დასვენების პარკში, ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის ორგანიზებით, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
25 მაისს, სოფელ ასურეთში მდებარე ე. წ. ,,სხვავას“ საფეხბურთო მოედანზე, ,,მოყვარულთა თასი 2019“ -ის მუნიციპალური თამაშების პირველი ეტაპი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჭივჭავის, ხაიშის, გოლთეთის, კოდის, ირაგის, სამღერეთის, ასურეთის და ორბეთის საფეხბურთო გუნდებმა. შეჯიბრის მეორე ეტაპზე, რომელიც ივნისის თვეში გაიმართება, ასპარეზობას განაგრძობენ წინწყაროს, ხაიშის, გოლთეთის, კოდის და ასურეთის გუნდები.
24 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა სამუშაო თათბირი გამართეს ინსპექტირების ორგანოს - კომპანია „ოპტიმალ გრუპ +“-ის და კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან.
24 მაისს, კავკასიის ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ ქალაქს - სამშვილდეს, იტალიელი არქიტექტორები და რესტავრატორები ესტუმრნენ და გაეცნენ სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევის შედეგებს.
23 მაისს, ა.ა.ი.პ. თეთრიწყაროს სპორტული სკოლის შოტოკან კარატე-დოს ოლიმპიური სახეობის სექციის მოსწავლეებმა, სხვადასხვა კატეგორიის ქამრების მისაღებად, გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
ქ. თეთრიწყაროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი სპორტული მოედანი აშენდება.
16 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის" (EUWI+) პროექტის ფარგლებში, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და ხრამი-დებედას მდინარეთა აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგების განხილვა გაიმართა.
ქ. თეთრიწყაროში, ე.წ. ნამტვრიანის დასახლებაში მდებარე ახლადრეაბილიტირებული სპორტული მოედანი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, პირველმა მოადგილემ ზვიად ჭუნაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ დაათვალიერეს.
15 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, პირველმა მოადგილემ ზვიად ჭუნაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე პროექტები მოინახულეს.
ქ. თეთრიწყაროში აბანოს ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოასფალტდა 0.14 კმ სიგრძის საავტომობილო გზა, მოეწყო გვერდულები და ეზოში შესასვლელები.
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე მსოფლიო კამპანიას „დედამიწა ჩემი სახლია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები გარემოსდაცვითი აქციებით შეუერთდნენ.
24 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ფოთლოვანი ხის ნერგები დარგეს ქ. თეთრიწყაროს მიმდებარედ, გაჩეხილი ტყის მასივის ტერიტორიაზე.