თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა
12 აგვ 2019
 

12 აგვისტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულიდიდგორობამაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ საზოგადოებას დიდგორობის დღესასწაული მიულოცეს და სიტყვით მიმართეს.

მამუკა ბახტაძემ, დიდგორის ველზე, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ, სპეციალურ სივრცეებში წარმოდგენილი, ქართული რეწვის და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა დაათვალიერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორი სამხედრო მოსამსახურე, უწყებრივი მედლებითდიდგორის ჯვარიდააჯილდოვა. დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 898- წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება დატვირთული იყო მასობრივი სანახაობებით, გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენები, შესრულდა ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების ნიმუში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ცნობილი ქართველი მომღერლები, ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები. მუსიკალური კომპოზიცია შეასრულეს ყაზახეთიდან სპეციალურად ჩამოსულმა სტუმრებმა, ყივჩაღების შთამომავლებმა, - ფოლკლორულმა ანსამბლმანომად”. გაიმართა ტრადიციული შეჯიბრებები: დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3106
 
 
 
სიახლეები
იან 00
1732
ივლ 02 ოთხ 2025
4061
ივნ 27 პარ 2025
3975
აგვ 12 სამ 2025
4265
ივლ 01 ორშ 2024
6903
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1732