თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2020-02-11

11 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მიწის რეფორმის ფარგლებში, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ტრენინგი გაიმართა. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესის დანერგვა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებას შეუწყობს ხელს. ეს ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში.

ვრცლად
2020-02-10

ქალაქ თეთრიწყაროში საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე.

ვრცლად
2020-02-07

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანმა სოფელ ბორბალოში, კოდასა და ვაშლოვანში ახლადრეაბილიტირებული ამბულატორიის შენობები მოინახულეს.

ვრცლად
2020-02-06

ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქ N1-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ვრცლად
2020-02-06

ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქ N1-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ვრცლად
2020-02-06

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრა გაიმართა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა და მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს გოლთეთის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

ვრცლად
2020-02-03

 სოფელ ენაგეთში, საღრაშენსა და ჯვარაში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლების მშენებლობას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა: საკლასო ოთახები, კლასლაბორატორიები ,ბიბლიოთეკები და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსები, ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

ვრცლად
2020-01-31

2020 წლის ტურისტულ სეზონს დაბა მანგლისი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

დონორი ორგანიზაციის-გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით სრულად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სველი წერტილები, ველობილიკები. დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, საბავშვო ატრაქციონები, განათება და ..

ვრცლად
2020-01-14

14 იანვარს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია საქართველოში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილ აქციას შეუერთდა.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე ეროვნული დროშები გადმოიფინა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს ზეიმობს.

 

ვრცლად
2020-01-07

7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა პავლე ზურაბიანის და მრევლის მონაწილეობით, ქალაქ თეთრიწყაროში, სოფელ ჭივჭავსა და მიმდებარე დასახლებებში საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. ალილოს პროცესიის მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს ...თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრისდირექტორმა დავით ყაზახაშვილმა და ... ,,თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურისდირექტორმა თამაზ ბექაურმა. ალილო არის უძველესი ქრისტიანული ტრადიცია, რომელიც XX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გარკვეული პერიოდი დავიწყებას მიეცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის , უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტრადიცია 2000 წლიდან აღდგა და ყოველწლიურად საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზეიმო მსვლელობით აღინიშნება.

ვრცლად
2019-12-27

ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის მიერ, 27 დეკემბერს . თეთრიწყაროში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა და ეთნო - ფოლკლორულმა ბენდმაშარამ“. საკონცერტო ნაწილის დაწყებამდე, თოვლის პაპამ და ფიფქიამ ქალაქის ქუჩები ფაეტონით შემოიარეს, ბავშვებს ტკბილეული დაურიგეს და მოქალაქეებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის ცენტრში სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეები თავისი დამახასიათებელი ტრადიციებით. სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიღწეული წარმატებებისთვის სპეციალური სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები წლის საუკეთესო სპორტსმენები: შალვა ზურაბაშვილი - მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი მკლავჭიდში, გვანცა სომხიშვილი - საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, სანდრო ჯანგებაშვილი - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო პრიზიორი მკლავჭიდში, საბა ძულიაშვილი - მსოფლიო პრიზიორი მკლავჭიდში, ვახტანგ ექიზაშვილი - საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში, ბექა ქარცივაძე - საქართველოს პრიზიორი კრივში, იესო სამსიანი - რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, როინ გოგაშვილი - საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში, ნიკოლოზ წიკლაური - მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, გიორგი აფციაური - საერთაშორისო ჩემპიონი და პრიზიორი კარატეში, ლევან ჩომახაშვილი- ევროპის პრიზიორი მკლავჭიდში, ლუკა თორაძე - ევროპის პრიზიორი კარატეში და ზვიად მუკვანი - საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოში. საახალწლო ღონისძიება კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის ,,გუდარეხისმიერ შესრულებულიმრავალჟამიერისფონზე დასრულდა. კონცერტს ესწრებოდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ქორიძე ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

ვრცლად
2019-11-25

ქალაქ თეთრიწყაროში ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რიგით 72- საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში საჯარო და კერძო სექტორის სერვისების კომფორტულ გარემოში მიწოდება. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და მოწვეული სტუმრები.

ვრცლად
2019-11-19

19 ნოემბერს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბორბალო, ღოუბანი და ერტისი მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და პირადად გაეცნენ თითოეულ დასახლებაში არსებულ საჭიროებებს.

ვრცლად
2019-10-19

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს წინასაპროექტო სამუშაოები, რომლის მიზანია, მდ. ჭივჭავისწყლის ხარისხის ლაბორატორიული შესწავლა. დღეს, სპეციალისტების მიერ, შესაბამისი სინჯები იქნა აღებული. მიღებული დასკვნის შესაბამისად, იგეგმება მასშტაბური პროექტის განხორცილება, რომლის შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება სოფელ წინწყაროს და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგება.

ვრცლად
2019-09-28

ისტორიის სასკოლო კონკურსი "დიდგორელი" 28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი - ისტორიის სასკოლო კონკურსი "დიდგორელი", რომელშიც ჩართულნი არიან საჯარო და კერძო სკოლები. კონკურში მონაწილეობენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. შიდა სასკოლო ტურის შედეგად გამარჯვებულმა 121 მოსწავლემ, 8 ოქტომბერს, მონაწილეობა მიიღო კონკურსის მეორე ტურში, რომელიც გიმართა . თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში. საკონკურსო ტესტი შედგებოდა 40 ღია და დახურული კითხვისგან. საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს გამოავლენს სპეციალური ჟიური და ისინი მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მესამე ტურში. ტესტირების დასრულების შემდეგ, „დიდგორელის“ 121 მონაწილეს საჩუქრად გადაეცა სპეციალური მედალიდიდგორელი“, სიგელი და წიგნები.

ღონისძიების ფარგლებში, კონკურსის მონაწილეებთან, პედაგოგებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართეს: ცნობილმა ისტორიკოსმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ, კომპანია "არემჯის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა და გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ თინათინ მღვდლიაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. „დიდგორელისფინალისტებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის ფასიანი საჩუქრები, ხოლო გამარჯვებულს დაენიშნება სტიპენდია. ასევე, ფინალისტები ეწვევიან სახელმწიფო უნივერსიტეტებს, გაეცნობიან ისტორიის კათედრის მუშაობას, შეხვდებიან ცნობილ ისტორიკოსებს და დაათვალიერებენ ოკუპაციის მუზეუმს და .. გარდა ფინალისტებისთვის გათვალისწინებული საჩუქრებისა, მეუფე ანანიამ მიიღო გადაწყვეტილება ფინალისტებს დამატებით გადასცეს სპეციალური საჩუქრები და ფულადი პრიზი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ საგანმანათლებლო პროექტიდიდგორელიგანხორციელდება სხვა მუნიციპალიტეტებში. ისტორიის კონკურსისდიდგორელისგენერალური სპონსორია კომპანიაარემჯი“.

ვრცლად
2019-09-29

ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრები და დიალოგი გრძელდება. ამჯერად, სოფელ ფარცხისის, ჩხიკვთის მაწევნის და აბელიანის მოსახლეობას შეხვდნენ: თეთიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი მეშველიანი და თამაზ ნავერიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილეები მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსმინეს ინფორმაცია დასახლებულ პუნქტებში არსებული საჭიროებების შესახებ და მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე, ამასთანავე, მიაწოდეს ინფორმაცია, 2020-2021 წლების განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების შესახებ, რომელიც შეეხება მისასვლელი და შიდა გზების მოწესრიგებას, საბავშვო ბაღების და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, წყალმომარაგების გაუმჯობესებას, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და .. სოფელ ფარცხისის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად საბავშვო ბაღის მშენებლობა, შიდა გზების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება დაასახელა, ჩხიკვთის მოსახლეობამ - გაზიფიცირება, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სოფლის შიდა გზის რეაბილიტაცია და სპორტული მოედნის მოწყობა, მაწევნის მოსახლეობამ - წყალმომარაგების გაუმჯობესება და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, აბელიანის მოსახლეობამ - გაზიფიცირება, წყალმომარაგების გაუმჯობესება, სკოლის შენობის და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასახელა.

ვრცლად
2019-09-27

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. 27 სექტემბერს სოფელ კლდეისის, ალექსეევკის, დიდი ირაგის და გოლთეთის მოსახლეობას, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის მოადგილეები: მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი შეხვდნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის საჭიროებებს და მიაწოდეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების, ასევე კონკრეტულ დასახლებაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ხსენებული სოფლების საერთო საჭიროებად გაზიფიცირება დასახელდა. კლდეისის მოსახლეობამ სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად, გარე განათების მოწყობა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია დაასახელა, სოფელ ალექსეევკის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად - ამბულატორიის და სპორტული სტადიონის მოწყობა, სოფელ ირაგის მოსახლეობამ - მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სპორტული მოედნის მოწყობა, ხოლო გოლთეთის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასახელა. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შედგენისას მაქსიმალურად იქნება გათვალიწინებული თითოეული დასახლების განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებები

 

ვრცლად
2019-09-27

27 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორთტან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მებრძოლების მემორიალი და დაბა მანგლისში ომში გარდაცვლილ მებრძოლთა საფლავები. 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იყვნენ, ბაბუშერას აეროპორტთან, ზღვიდან ნასროლი სითბური რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავში 132 ადამიანი იყო, რომელთაგან 108 დაიღუპა. საბედისწერო რეისის მგზავრებს შორის 7 მებრძოლი იყო სოფელ ასურეთიდან: ძმები - სოსო და კობა გურგენიძეები, მათი ბიძაშვილი როსტომ გურგენიძე, ხვიჩა კაციტაძე, ჯუმბერ (ელგუჯა) გოცირიძე, ბესიკ მურუსიძე და დათო ავალიანი. დღეს, სოხუმის დაცემის დღიდან 26 წელი გავიდა. ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს!

 

 

ვრცლად
2019-09-26

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლებს შორის სპორტული შეჯიბრები - „მხიარული სტარტებიგაიმართა. ევროპის სპორტის კვირეული ევროკომისიის ორგანიზებით, საქართველოში 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით. ღონისძიების კოორდინატორია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, სპორტული შეჯიბრები 30 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში გაიმართება, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ სახეობებში.

ვრცლად
2019-09-23

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრები გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დონდუა, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე სოფელ წინწყაროს, ქოსალარის და ხაიშის მოსახლეობას შეხვდნენ და პირადად გაეცნენ თითოეულ დასახლებაში არსებულ საჭიროებებს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მნიშვნელოვანი პროგრამების და პროექტების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად. ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიეცათ შესაძლებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ მათთვის საინტერესო საკითხები და გაცნობოდნენ მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სოფელ წინწყაროს და ქოსალარის მოსახლეობამ ძირითად საჭიროებად სასმელ წყალზე და სკოლამდელი აღზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობა დაასახელა, ხოლო ხაიშის მოსახლეობამ - სოფელში სპორტული ინფრასტრუქტურის და შიდა გზების მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შედგენისას მაქსიმალურად იქნება გათვალიწინებული თითოეული დასახლების განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებები. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 7 700 000 ლარზე მეტი ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ძირითადი მიმართულებაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლებში საპირფარეშოების მოწყობა და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და სხვა.

ვრცლად
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
799