თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასახლების საერთო კრებები სოფელ ბორბალოსა და ერტისში
18 თებ 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები გრძელდება. 18 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებს, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ესწრებოდა. სოფელ ბორბალოში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდება,ხოლო სოფელ ერტისში გარე განათების მონტაჟი, დარჩენილ უბნებზე.

მერიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის საჭიროებებს და მიაწოდეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების, ასევე კონკრეტულ დასახლებაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

სოფლის კრებებზე მოსახლეობა თავად წყვეტს რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის.აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა,თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების გაჭრაგაწმენდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2316
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...