თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ კლდეისის მიმდებარედ ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს
10 მარ 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იწვის ტყის ქვედა საფარი და წაქცეული ხეები. ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი აფერხებს.

ცეცხლის კერებთან ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მიყვანა. პროცესში ჩართულია 4 სამაშველო ეკიპაჟი და 2 ავტოცისტერნა, 40 მეხანძრე-მაშველი, ასევე მოხალისეები, ჯამში 100 ადამიანზე მეტი, რომლებიც დაყოფილები არიან ჯგყფებად.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ამ ეტაპზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება.

მიმდინარეობს ფართობის დადგენა , ამ ეტაპზე გამოკვეთილია დაახლოებით 50-55 ჰა. ადგილზე იმყოფებიან: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური,ბედიანის მონასტრის სასულიერო პირები და მრევლი, მონადირეთა ჯგუფები, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2557
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...