თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ინფო ტური თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
05 აპრ 2019
 

5 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის და დამოუკიდებელი გიდებისათვის, საინფორმაციო ტური გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა მოინახულეს უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი სამშვილდე, ასევე მოინახულეს ალგეთის წყალსაცავის და ბირთვისის კანიონის მისადგომები, სოფელ ასურეთში (ელიზაბეტტალი) არსებული გერმანული მემკვიდრეობა, გერმანული საოჯახო მარნები და გაეცნენ ადგილობრივი ღვინის - „შალას“ (ასურეთული შავი) წარმოების პროცესს და შენახვის ტექნოლოგიებს. სტუმრებს, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო ექსპედიციის ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა, პროფესორმა დავით ბერიკაშვილმა გააცნო. მომსახურების სერვისის გაცნობის მიზნით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები თეთრიწყაროში მდებარე საოჯახო სასტუმროს - „მხატვრის სახლსდა კვების ობიექტებს ესტუმრნენ.

საინფორმაციო ტურის მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის თეთრიწყაროს ტურისტული პოტენციალის გაცნობა და წარმოჩენა. საინფორმაციო ტურში მონაწილეობა მიიღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კახა კობერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის უფროსმა ლევან ჟვანიამ და მერიის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა ვალერიან სუხიტაშვილმა. სტუმრებს მეგზურობა გაუწიეს მერიის ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების სპეციალისტმა ლამარა ბექაურმა და მხატვარმა ია არსენიშვილმა.

როგორც ცნობილია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების უნიკალური ძეგლების სიმრავლით, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი მხარეა. ტურიზმის განვითარების და არსებული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად მუშაობს

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4927
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916
იან 00
2946
ივლ 02 ოთხ 2025
5396
ივნ 27 პარ 2025
5225
აგვ 12 სამ 2025
5764
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916