თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში დედაენის დღე აღინიშნა
14 აპრ 2019
 

1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც ()იპ სახელოვნებო სკოლის ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობაში გაიმართა
სახელოვნებო სკოლის დირექტორმა ზეინაბ აბულაძემ ისაუბრა მოვლენებზე, რომელიც 14 აპრილს წინ უძღოდა და ყურადღება გაამახვილა ქართული ენის დაცვის საქმეში სტუდენტი-ახალგაზრდობის როლზე, თუ როგორ აღუდგა წინ, კონსტიტუციიდან ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის ამოღების შესახებ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა 14 აპრილის უშუალო მონაწილე, მერიის თანამშრომელი, მარინე გიგაური.
სახელოვნებო სკოლამ, დედაენის დღესთან დაკავშირებით, წარმოადგინა თემატური გამოფენა. დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს სკოლის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ ტიკურიშვილმა და ნიკოლოზ ამურველაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, მერის მოადგილეები ბერდია ხვისტანი და ლია ზურებიანი, მერიის, საკრებულოს, სახელოვნებო სკოლის თანამშრომლები და თემით დაინტერესებული პირები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7340
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2636
ივნ 27 პარ 2025
2513
აგვ 12 სამ 2025
2745
ივლ 01 ორშ 2024
5497
იან 14 კვ 2024
5491
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
801