თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2019-01-14

  14 იანვარს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია საქართველოში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილ აქციას შეუერთდა.

სპეციალურად ამ თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე ეროვნული დროშები გადმოიფინა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს ზეიმობს.

ვრცლად
2019-01-11

გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.
მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის - პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.
მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას.

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/photos/a.140309842773595/1261843510620217/?type=3&theater

ვრცლად
2019-01-11

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი 2019 წლის 21 იანვარს განახლდება. მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგების გახანგრძლივება.

ვრცლად
2019-01-07

  შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, ქალაქ თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა პავლე ზურაბიანის და მრევლის მონაწილეობით, ქ.თეთრიწყაროში და მიმდებარე დასახლებებში საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.

ალილოს პროცესიის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად ტკბილეული გადასცეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა, მერიის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა ვალერიან სუხიტაშვილმა და ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა.

ალილო უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა, რომელიც XX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გარკვეული პერიოდი დავიწყებას მიეცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა – კურთხევით ტრადიცია კვლევ აღდგა და ყოველ წელს, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზეიმო მსვლელობით აღინიშნება.

ვრცლად
2019-01-11

✔️მიმდინარე წლის 16 იანვარს, 12:00 საათზე, ქალაქ რუსთავში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, 2019 წლის ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. ➡️დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებს გთხოვთ, მობრძანდეთ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, შემდეგ მისამართზე: ქალაქი რუსთავი, მეგობრობის გამზირის N29ბ.

ვრცლად
2019-01-11

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ნიკოლოზ სულხანიშვილთან ერთად, საზედამხედველო კომპანიის „ოპტიმალ+“ და მშენებელი კომპანიების: „შპს არტიფექსის”, შპს „იბერის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ვრცლად
2018-12-31

ჩემო თანამოქალაქენო, გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ სიკეთეს, სიხარულსა და ბედნიერებას! 2019 წელს მოეტანოს მშვიდობა და სტაბილურობა, ხვავი და ბარაქა, ერის სიმრავლე და ერთობა. პატივისცემით, გიორგი ქორიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი

ვრცლად
2018-12-29

  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტურიზმის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება. 

2018 წლის 10 დეკემბერს ა.ა.ი.პ. ”თეთრიწყაროს განვითარების ფონდმა” UNDP-თან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა და მიიღო გრანტი 20 000 ა.შ.შ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება ითვალისწინებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურისტების მიერ, ყველაზე ხშირად მონახულებად და შთამბეჭდავ ტურისტულ ადგილებთან, მისასვლელი გზის მანიშნებლების დამონტაჟებას და 12 ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლთან ოთხენოვანი საინფორმაციო დაფების განთავსებას. აგრეთვე მომზადდება 500 უცხოენოვანი საინფორმაციო ბუკლეტი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების შესახებ და განთავსდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ამავე საგრანტო თანამშრომლობს ფარგლებში გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტული ელექრონული რუკის და მობილური აპლიკაციის მომზადება, პროექტის ფარგლებში ტურიზმის სფეროში ჩატარდება სხვადასხვა ტრენინგებიც. 

ხელშეკრულების გათვალისწინებული ყველა პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის, მერის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით, სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რომელშიც სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები შედიან.

ვრცლად
2018-12-28

  28 დეკემბერს, ქ. თეთრიწყაროში „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო მოინახულეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გავაშელმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა თედორაძემ.

ადგილობრივი მეწარმე ზურაბ ბორცვაძე მეფრინველეობას 2011 წლიდან ეწევა და ამ დრომდე მხოლოდ ქათმის საინკუბაციო და სასურსათო კვერცხს აწარმოებდა, პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით, ზურაბ ბორცვაძის მცირე ბიზნესი გაფართოვდება და მეწარმე მეფრინველეობის სხვა პროდუქტების - წიწილის და ხორცის წარმოებასაც შეძლებს. საწარმოში დასაქმდება თეთრიწყაროში მცხოვრები, მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირი ან ეკომიგრანტი.

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, პროგრამის ფარგლებში, მეწარმეს შეუსყიდა 2 დასახელების ინკუბატორი, გენერატორი, საწარმოო მაცივარი, ავზი და სხვა. სახელმწიფო დახმარების ჯამურმა ღირებულებამ 9 795 ლარი შეადგინა.

მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დევნილების მიერ მართული სამეწარმეო საქმიანობა, რათა გაიზარდოს საწარმოების ბრუნვა და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. დაფინანსების მისაღებად ერთ-ერთ აუცილებელ პირობას დევნილების ან ეკომიგრანტების დასაქმება წარმოადგენს. 

პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის განმავლობაში 20 დევნილმა მეწარმემ მიიღო 5000 -დან 10 000 -მდე დაფინანსება.

მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერა EPIC პროგრამის ფარგლებში, ფერმანიის ფედერალური მთავრობის და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება

ვრცლად
2018-12-27

 ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 27 დეკემბერს ქ. თეთრიწყაროში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა და ქართული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა: გიორგი სუხიტაშვილმა, ნინი გველესიანმა, მარიკო ებრალიძემ, თემო საჯაიამ, ოთო ნემსაძემ.

საკონცერტო ნაწილის დაწყებამდე, სანტაკლაუსმა და ფიფქიამ ქალაქის ქუჩები ფაეტონით შემოიარეს, ბავშვებს ტკბილეული დაურიგეს და მოქალაქეებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფორსმა - ვაჟა სულხანიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ღირსეულად წარმოჩენისათვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ცნობილ სახალხო მთქმელს და ხეზე კვეთის ოსტატს ზაქარია გიგაურს, მხატვარებს - ომარ ჩიტალაძეს და თათია ბაკურაძეს, კერამიკოსს - ოთარ შარაბიძეს, ახალგაზრდა რეჟისორს - თინათინ ბეკოშვილს, პოეტებს: ია ნანეიშვილს, დათია ბადალაშვილს და ნათია თვალიაშვილს. 

საახალწლო ღონისძიება ადგილობრივი ანსამბლის ,,გუდარეხის“ მიერ შესრულებული „მრავალჟამიერის“ ფონზე, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

კონცერტს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2018-12-25

  ააიპ მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლია ზურებიანმა, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა, ჯანდაცვისა და სოციალური განყოფილების უფროსმა მზია მჭედლიშვილმა და მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს დირექტორმა თამარ წულუკიძემ, თანამშრომლებთან ერთად.

ააიპ „ მზრუნველობას მოკლებულთა სასადილო" ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ 80 ბენეფიციარს ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფს, ხოლო სოფლად მცხოვრებ 233 ბენეფიციარს ყოველთვიური დახმარების სახით დაწესებულება გადასცემს მშრალ პროდუქტებს.

ვრცლად
2018-12-24

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, ყაზბეგის ქუჩაზე საავტომობილო გზის მოასფალტება დასრულდა. 

პროექტის ფარგლებში მოასფალტდა აღნიშნული ქუჩის 257 მ-იანი მონაკვეთი, მიმდებარე ჩიხები და ეზოში შესასვლელები. ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე სამკუთხა მონოლითური კიუვეტები.

განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი. 

სამუშაოები მიმდინარე წლის 1 ნოემბერს დაიწყო და დასრულდა 2018 წლის 24 დეკემბერს. 

პროექტის ღირებულება (ხელშეკრულებით) 15999 ლარს შეადგენს. 

კონტრაქტორი კომპანია შპს ”ერ-ტე-დე“.

ვრცლად
2018-12-21

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში მისასვლელი საავტომობილო გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

აღნიშნულ დასახლებაში წლების განმავლობაში ამორტიზებული საავტომობილო გზა აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას, პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი.

პროექტი ორწლიანია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის 5 ივლისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2019 წლის 2 იანვარს. სამუშაოების საერთო ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 1 609 165 ლარს.

ვრცლად
2018-12-21

 21 დეკემბერს ქ. თეთრიწყაროში, ააიპ თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ვრცლად
2018-12-20

  თეთიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შემუშავებული, 2019-2020 წლების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა მსოფლიო ბანკმა დადებითად შეაფასა და ნოემბრის თვეში ქ. კიევში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამართულ, მაღალი დონის ორდღიან კონფერენციაზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას სპეციალური სამახსოვრო ჯილდო გადაეცა. 

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ახალ ინიციატივას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წლის იანვარში და ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წლის 16 მაისიდან შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ და შეზღუდულ პერიოდში შემუშავდა 2019-2020 წლების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით. გეგმა მუნიციპალიტეტის განვითარების სხვა სტრატეგიებისაგან განსხვავებით, არ არის ყოვლისმომცველი, იგი ვიწროდ ფოკუსირდება კერძო სექტორის განვითარებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ზრდა, განვითარება და დასაქმება.

გეგმის თანახმად, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მომავალი 2 წლის განმავლობაში მთავარ პრიორიტეტებად განისაზღვრა:

1) ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერა 

2) ბიზნესსექტორის განვითარების მხარდაჭერა 

3) ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია

ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს არსებული გამოწვევების დაძლევის და სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების ახალ შესაძლებლობას, ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარების პროცესს და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაზრდას მმართველობითი პროცესები გახდეს უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიური და ბიზნესისადმი მეგობრული.

ვრცლად
2018-12-19

  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციაზე,კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოავლინა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა საუკეთესო პრაქტიკის კონკურსზე 2 განაცხადი წარადგინა: 1) თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში, რომელიც 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე კავკასია“ ინიციატივით, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან პარტნიორობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად განხორციელდა ქალაქის თანამონაწილეობითი დაგეგმვის პროცესი და შემუშავდა საპროექტო წინადადება „სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია ქ.თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში“. 2) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის შერჩევა არჩევითობის პრინციპით, რაც გულისხმობს საბჭოს შემადგენლობაში, მუნიციპალიტეტის თითოეული დასახლებიდან, მოსახლეობის მიერ, შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული კანდიდატის წარდგენას. 

აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით, საუკეთესოდ, თეთრიწყაროს, წყალტუბოს, გორის, ოზურგეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების პროექტები დასახელდა. თემაზე - „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა”, საუკეთესოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი გამოვლინდა. ხოლო გენდერული თანასწორობის საკითხებში - წყალტუბოსა და ლაგოდეხის მიერ განხორციელებული პროექტები.

გამარჯვებული მუნიციპალიტეტების პირველ პირებს ჯილდოები ევროკავშირის წარმომადგენელთან - ვინსენტ რეისთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა გაბუნიამ გადასცეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. კონკურსში ოცდაოთხმა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც გენდერული თანასწორობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემატიკაზე 35 პროექტი წარმოადგინეს.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ვრცლად
2019-01-04

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიწყო საპროექტო წინადადებების მიღება.

ვრცლად
2018-12-19

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ნიკოლოზობას!

ვრცლად
2018-12-17

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ბარბარობას!

ვრცლად
2018-12-14

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან დღემდე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა 51 დასახლებას, მათ შორის დაბა მანგლისს და ქ. თეთრიწყაროს. 

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა 5339 მოქალაქეს.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები სარგებლობენ სოციალური შეღავათებით.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით.

მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.

ვრცლად
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები