თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
20 თებ 2019
 

20 თებერვალს . რუსთავში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - ,,ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალიგაიმართა.

ღონისძიების მიზანი იყო, ქვემო ქართლში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების წარმოჩენა და მხარის, როგორც თავისი მრავალფეროვნებით გამორჩეული, ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდა.

კონფერენციის მონაწილე დარგის ექსპერტებმა და აკადემიური წრეების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მედია-ორგანიზაციების, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, დეტალური ინფორმაცია მიიღეს მხარის ღირსშესანიშნაობების, მნიშვნელოვანი სამეცნიერო-არქეოლოგიური აღმოჩენების, ტურისტული მიმართულებით რეგიონის მასშტაბით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. კონფერენციას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას მხარს უჭერს, როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2018 წელს . თეთრიწყაროში ტურისტული გამოფენა თეთრიწყარო 2018 გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა თეთრიწყაროში არსებული ტურისტული რესურსების შესახებ. ტურიზმის მიმართულებით, მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება სამომავლოდაც.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2731
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1173
იან 14 კვ 2024
1737
იან 07 შბ 2023
4067
ოქტ 24 ორშ 2022
3547
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები