თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შვეიცარიის ელჩის პატრიკ ფრანზენის ვიზიტი ქალაქ თეთრიწყაროში
09 მარ 2019
 

9 მარტს ქალაქ თეთრიწყაროში შვეიცარიის ელჩს საქართველოში პატრიკ ფრანზენს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ უმასპინძლეს.

შეხვედრის მიზანს კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მონახულება წარმოადგენდა მათ შორის სოფელ წინწყაროში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო შპსწინწყარო+“.

ელჩთან ერთად სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ: SDC თანაშემწე გენერალური დირექტორი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ელჩი რუთ ჰუბერი, სამხრეთ კავკასიის პროგრამის მენეჯერი ირინე კრანზლინი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი ოლივიე ბურიკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის მოადგილე ვერნერ თუტი და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ბექა თაღაური.

სტუმრებმა მოინახულეს .... თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის , კოდის სათემო განათლების ცენტრის მიერ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენები და ადგილობრივი მეწარმე ქალბატონის მიერ წარმოებული ჟოლოს პროდუქცია, აგრეთვე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალური სერვისის ქალთა ოთახის საქმიანობას.

მუნიციპალური სერვისი ქალთა ოთახი - ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4539
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2948
ივლ 02 ოთხ 2025
5399
ივნ 27 პარ 2025
5227
აგვ 12 სამ 2025
5767
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917